სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მისაბაძი მასწავლებელი და ადამიანი“- ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგ ნანული პატაშურს გლოვობს
11-05-2022
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი პედაგოგის, ნანული პატაშურის გარდაცვალების გამო.

პედაგოგი, რომელიც 1970 წლიდან დღემდე სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა იყო „ეტალონი“ მასწავლებელი, თბილი, უაღრესად კეთილშობილი და მოსიყვარულე.

ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის თანამშრომლები და პედაგოგიური კოლექტივი სამძიმარს უცხადებს პედაგოგის ოჯახს.

„მშვიდობით განისვენე ცათა სასუფეველზე ჩვენო საყვარელო ნუნუ მასწავლებელო“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ასევე, მე-12 კლასის მოსწავლე ანა ბუჩუკური მოსწავლეების სახელით ამაგდარი პედაგოგისადმი მიძღვნილ ემოციურ წერილს ავრცელებს:

„ნუნუ მასწავლებელი არ ყოფილა ჩემთვის პირველი მასწავლებელი, არც მას უსწავლებია მათემატიკა პირველად, მაგრამ ის იყო პედაგოგი, რომელმაც გადამაწყვეტინა ჩემი მომავალი პროფესია. მისი გაკვეთილი ყოველთვის ინფორმაციებით დატვირთული და სასიამოვნო იყო. ყოველთვის შეეძლო გაკვეთილის მცირე დროში თითოეული ბავშვისთვის მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრა. შეეძლო ბავშვებისთვის მასწავლებელთან ერთად მეგობარიც ყოფილიყო, თან ისე, რომ ზღვარი არასდროს ირღვეოდა. ის იყო მართლაც მისაბაძი მასწავლებელი და ადამიანი, რომელიც დედამიწაზე სიმშვიდეს ასხივებდა. ყოველთვის მინდოდა ნუნუ მასწავლებლის მსგავსი მასწავლებელი გავმხდარიყავი და ისევე შემეყვარებინა მათემატიკა ბავშვებისთვის, როგორც მან შემაყვარა და დღეს ზუსტად ვიცი, რომ ასეც მოვიქცევი. ნუნუ მასწავლებელს ამაგს არ დავუკარგავ და მის გაკვეთილებს ფუჭად განვლილად არ ვაქცევ, რადგან მისი გაკვეთილები ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 12 წლის განმავლობაში. ახლაც ყურში ჩამესმის მისი ნათქვამი „ოქრო“ და მახსენდება რთული ამოცანის დროს „დამარხული ძაღლის თავის“ ძებნა. ეს ყველაფერი არასდროს დაგვავიწყდება. ნუნუ მას, მინდა გითხრათ რომ თქვენ ყოველთვის იქნებით ჩვენს გულებში და ჩვენც შევეცდებით იმედები გაგიმართლოთ. მშვიდად განისვენეთ ცათა სასუფეველში. მშვიდობით მას“, - აღნიშნულია წერილში.

etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგ, ნანული პატაშურის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, მოსწავლეებს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება