სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, რათა რესურსები ეფექტიანად და მიზნობრივად გამოიყენონ“
06-05-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები კომიტეტთან არსებული სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

როგორც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, ასევე თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილია, რომელმაც შეხვედრაზე ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში სასკოლო რესურსების გამოყენების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასკოლო რესურსი, მათ შორის, არაფორმალური განათლების, ხელმისაწვდომი იყოს მოსწავლეებისთვის და ასევე, მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ ეს რესურსები ეფექტიანად და მიზნობრივად გამოიყენონ საგაკვეთილო სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და შესრულებისას.

„ჩვენ არაერთი მიმართვა მოვისმინეთ საზოგადოების მხრიდან სახელმძღვანელოებთან, ლაბორატორიებთან, ციფრულ და საბიბლიოთეკო რესურსებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს სკოლებში არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თემატური მოკვლევა არ იქნება კონცენტრირებული მხოლოდ თბილისზე. თემატური მოკვლევის ჯგუფი ასევე რეგიონებშიც შეისწავლის სასკოლო გარემოს და არსებულ სასწავლო რესურსებს. თემატური მოკვლევის შემდეგ, ანალიზის საფუძველზე, დარგის ექსპერტებთან ერთად შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება