| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გამოქვეყნდა კვლევა - COVID19-ის გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზეა გამახვილებული ყურადღება და მათ შორისაა მოსწავლეთა შეფასება.
დოკუმენტში საუბარია, რომ მოსწავლის მიმდინარე და საბოლოო შეფასების შესახებ რეკომენდაციები სკოლებმა საკმაოდ გვიან, სასწავლო წლის ბოლოს მიიღეს.
„რესპონდენტების უმრავლესობის შეფასებით, ამ პერიოდში მასწავლებლები მოსწავლეებს, ფაქტობრივად, არ აფასებდნენ ან აფასებდნენ პირველი სემესტრის შედეგებზე დაყრდნობით. ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე covid-19 ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევის (MICS PLus) 1-ლი ტალღის კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 54% აღნიშნავს, რომ მოსწავლეების შეფასება მეტ-ნაკლებად არ შეცვლილა გასულ წელთან შედარებით, ხოლო 22% აღნიშნავს, რომ შეფასება გაუარესდა.
მონაცემებს მასწავლებლები და სპეციალისტები ხსნიან იმით, რომ შეფასების ობიექტური სისტემის არარსებობის პირობებში, საშუალო მოსწრების მოსწავლეების შეფასებები გაუარესდა, ხოლო დაბალი მოსწრების მოსწავლეების შედეგები არ შეცვლილა ან ცალკეულ შემთხვევებში მცირედით გაუმჯობესდა. მასწავლებლები, საკუთარი და კოლეგების პრაქტიკიდან, იხსენებენ შემთხვევებს, როცა სასწავლო პროცესში მოსწავლეთა შენარჩუნების მიზნით, მოსწავლეთა მოტივაციისთვის ამარტივებდნენ შემაჯამებელ დავალებას და სასწავლო პროგრამის ვერ დაძლევის მიუხედავად, მინიმალურ 5 ქულას უწერდნენ ყველა მოსწავლეს“, - აღნიშნულია კვლევაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა