სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის ღირსეული მცველები დანდალოს საჯარო სკოლიდან
28-04-2022
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების: მარია ბარამიძის, თამარ სურმანიძის და ლევან ალიშანიძის ინიციატივით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ფონად სიტყვები - „დედაენა ქართველი ერის სული, მისი გადარჩენილი მეობაა“ გასდევდა.

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა და მას მოვლა, პატრონობა სჭირდება. ენა ჩვენი მეობაა, გადარჩენილი სულია , „ხელიხელ საგოგმანაებელი მარგალიტია.“

მოსწავლეებმა წარმოთქვეს სიტყვები დედაენაზე, ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საინტერესო დადგმები წარადგინეს. ხელი შეუწყეს დედაენის პოპულარიზაციას და უფროსებისთვის მოამზადეს აქტივობა “რამდენად კარგად გვახსოვს დედაენა?“. პატარებმა გააცოცხლეს დიდი იაკობის ცხოვრება და შემოქმედება, პატივი მიაგეს მის სულს და დადეს პირობა, რომ ისინი ყოველთვის იქნებიან, ქვეყნის და ენის სადარაჯოზე. მრავალფეროვანი ციფრული რესურსებით აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას, რამდენად მავნე და ზიანის მომტანია ენისთვის ბარბარიზმებისა და კალკის გამოყენება.

მოსწავლეებს ეს ლამაზი დღესასწაული მიულოცეს სკოლის დირექტორმა, მურმან კონცელიძემ და მასწავლებლებმა. მშობლებმა წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება