სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საზეიმოდ მორთული სასკოლო სივრცე და მოტივირებული მოსწავლეები - სასწავლო წლის ლამაზი დასაწყისი ხრეითის N2 საჯარო სკოლაში
01-10-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი, ტრადიციულად, საზეიმოდ დაიწყო. 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და ბავშვებს მოწესრიგებული და ლამაზად მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს. 

15 სექტემბრის დილა დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო, ბავშვებმა სკოლის კარი დიდი სიხარულით შეაღეს, მონატრებულ ბავშვებს დირექცია და მასწავლებელები სიყვარულით შეხვდნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

განსაკუთრებული ყურადღება ყველაზე პატარებს დაეთმო. პირველი კლასის დამრიგებელი მაია მიქაცაძე პირველკლასელებს  სიყვარულითა და მზრუნველობით დახვდა და პირველი დღის მღელვარება სიხარულად უქცია. 

აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ. 

„ვუსურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს ყველა მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს

წინ ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით დატვირთული სასწავლო წელი, ახალი გამოცდილება და წარმატება ელით
 
აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება