| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა სათხუთმეტსექტემბრო მიღება. სასწავლო წლის დასაწყებად სკოლაში საგანგებოდ მოემზადნენ და მოსწავლეებს მოწესრიგებული და ლამაზად მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
ფერადი ბუშტები, ბაფთებით შეფუთული სახელმძღვანელოები, მისალოცი ბარათები და ლამაზი დეკორაციები სასიამოვნო სანახავია. ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი კარგად იციან, რომ სკოლაში მათ სიყვარულით ელიან, მათზე ზრუნავენ და არადადეგებიდან მათი დაბრუნება გამორჩეულად ახარებთ.
სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა და ბედნიერი, წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ ახალი 2026- 2027 სასწავლო წლის დაწყებას!
მოუთმენლად ველოდებოდით ამ დღეს! სკოლის ეზო თქვენი მხიარული ხმებით გაცოცხლდა.
მთელმა ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წლის პირველივე წუთები თქვენთვის განსაკუთრებული და ამაღლებული იყოს, რომ სითბო, სიხარული და ახალი ენერგია იგრძნოთ.
ყველა დეტალში, თითოეულ ფერში ჩვენი სიყვარული და თქვენზე ზრუნვაა ჩადებული. ჩვენ ყოველთვის გელოდებით სიყვარულით ... გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და ფერად სასწავლო წელს! “,- აღნიშნა დირექტორმა ნინო ღლონტმა და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალებით სავსე სასწავლო წელს დაჰპირდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ