სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიცხით იწვის დედამიწა, მივაწოდოთ სუფთა წყალი!“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები
26-04-2022
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.

ბავშვებმა პლაკატები და პოსტერები შექმნეს. ასევე, მოაწყეს გამოფენა შემდეგ სახელწოდებებით: „ნუ მოჭრით ხეებს“, „ნუ აუკრძალავთ ნაკადულს ჩუხჩუხს“, „ნუ შეცვლით მწვანე კორდებს რუხი ბეტონის კედლებით“, „დედამიწა ავადაა და ჩვენი შველა უნდა!“ და „სიცხით იწვის დედამიწა, მივაწოდოთ სუფთა წყალი!“.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში მეტად სახალისო, საინტერესო და ამავდროულად მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.

უფროსკლასელმა მოსწავლეებმა დაუძლურებული დედამიწის და მეზობელი პლანეტების როლი მოირგეს; დედამიწა ექიმთან წაიყვანეს და ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ რა მდგომარეობამდე მიიყვანა ყველაზე ცისფერი პლანეტა ადამიანების დაუდევრობამ; როგორ აივსო დედამიწა ნარჩენებით, როგორ დაუზიანდა ოზონის შრე და რა დღეში ჩააგდო დედამიწა ათასობით ავტომობილის გამონაბოლქვმა, ამდენმა ატომურმა ელექტროსადგურმა, გაზსადენისა თუ ნავთობსადენის ავარიებმა, სანაგვედ ქცეულმა ოკეანემ თუ ქალაქებმა.. დაუძლურებული დედამიწის შველა ჩვენი, დედამიწის შემაწუხებლების ხელშია..

ჯერ კიდევ არ არის გვიანი, შემოჰკარით განგაშის ზარი, ერთად დაირაზმეთ! „მივხედოთ და გადავარჩინოთ“ - ასეთი რეცეპტი გასცა „ექიმმა“. პატარებმა დედამიწას სასწრაფოდ მოაშორეს ნარჩენები, მური მოწმინდეს, შემდეგ კი სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია გულდაგულ დაასუფთავეს და შეგროვებული ნარჩენები ურნაში მოათავსეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება