სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დიდი კულტურული ღირებულებების მატარებელი ადამიანი - მზია დვალიძე“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნონო დოხტურიშვილის მისალოცი წერილი კოლეგას
21-04-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნონო დოხტურიშვილი, ამავე სკოლის მასწავლებელ მზია დვალიძეს დაბადების დღეს ულოცავს. 

ნინო დოხტურიშვილი წერს, რომ მზია დვალიძე არაჩვეულებრივი პედაგოგი და კოლეგაა, რომელიც მოსწავლეთა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. 

ნინო დოხტურიშვილი მას დღეგრძელობასა და წარმატებას უსურვებს.

„ძვირფასს, საოცრად თბილ და მოსიყვარულე მზია მასწავლებელს, დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს!  ვუსურვებთ ლაღ და მშვიდობიან სიცოცხლეს თავის მოსიყვარულე ოჯახთან ერთად. შეუძლებელია, არ აღვნიშნო მისი პატარა აღსაზრდელები, რომლებიც დღენიადაგ იკვებებიან იმ ნაყოფიერი ნიადაგით, რომელსაც პედაგოგიური სრულყოფილება და ზნეობა ჰქვია!
მზია მასწავლებელი გახლავთ დიდი კულტურული ღირებულებების მატარებელი ადამიანი, ბრწყინვალე პედაგოგი ჩვენი შვილებისთვის, მათი განვითარებისთვის... აღმზრდელი და სულისჩამდგმელი.... სწორედ მის მხრებზე გადის ქვეყნისა და ერის სიყვარული, მშობლისა და დედმამიშვილის პატივისცემა, ინტელექტი, რომელიც დიდი და ნათელი მომავლის  საძირკველია!
მე, როგორც მისი ერთ-ერთი პატარა მერცხლის, მარიამ ჯაჯანიძის მშობელს, მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო, ამ საოცრად ყურადღებიანი ქალბატონის მიმართ... იხარეთ და იდღეგრძელეთ“,- პატივისცემით ნინო დოხტურიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება