სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ვიქტორინა მიეძღვნა
21-04-2022
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ბუნებისმეტყველებაში ვიქტორინა მიუძღვნეს.

ვიქტორინაში ორი გუნდი მონაწილეობდ და სამ ეტაპად წარიმართა. თითოეულ გუნდს კაპიტანი ჰყავდა და ვიქტორინის შედეგებს ჟიური აჯამებდა, რომლის თავჯდომარე დირექტორი ნატა ძიძიგური იყო, ხოლო წევრები პედაგოგები: მანანა ღოღობერიძე, ია ტერელაძე და მაია ჩხეიძე.

„ვიქტორინა ბუნებისმეტყველებაში“ მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს მიუძღვნეს და თავისი სათქმელი თქვეს, საკუთარი ცოდნისა და უნარების საუკეთესოდ წარმოჩენით დედამიწასა და იმ საარსებო გარემოს მიმართ, რომელ გარემოშიც არსებობა და ცხოვრება უწევთ. 

დედამიწის მიმართ მზრუნველობითი გარემოს შექმნა და მოვლა-პატრონობა უნდა გამოხატონ აწმყოსა და მომავალშიც. არათუ თავად გამოხატონ, არამედ გახდნენ მაგალითის მიმცემნი  იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სჭირდებათ გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

არცთუ ისე მარტივი კითხვებით შედგენილი ტურები გადალახეს გუნდებმა და შედეგები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. კაპიტნებმა ტოლი არ დაუდეს და მათთვის განკუთვნილი ტური მაღალი შეფასებით დაასრულეს.

მეოთხეკლასელებმა დედამიწას „დაბადების დღე“ მიულოცეს და მთავარი გზავნილიც გაუგზავნეს: დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდებით და დავიცავთ მას!“, - წერია ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, იამზე ფანცულაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება