სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბებნისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა
26-04-2022
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა.

„22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბებნისის საჯარო სკოლაში ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული გახსნილად გამოვაცხადეთ. აქტივობები 1 კვირის განმავლობაში განხორციელდება.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება სკოლის სხვადასხვა კლასებში, სხვადასხვა საგნის მასწავლებლების მიერ.

აქვე ავღნიშნავთ, რომ 2020 -2021 სასწავლო წელს სკოლამ „ახალი სკოლის მოდელის “ ფარგლებში ლიდერობის მიმართულებით განახორციელა გარემოსდაცვითი პროექტი „იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად“, სწორედ ამ პროექტის მდგრადობაზე მიუთითებს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ყოველწლიური აღნიშვნა ბებნისის საჯარო სკოლაში, რომელიც ტრადიციად ვაქციეთ.

მე-7 კლასში სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მაია მაჭარაშვილისა და ხელოვნების პედაგოგის, ჟანა გიგუაშვილის ორგანიზებით მოსწავლეებმა მოაწყეს პრეზენტაცია გარემოს დაცვაზე, რომელთა მსმენელებიც გახლდათ მე-6 და მე-10 კლასის მოსწავლეები.

სკოლა მადლობას უხდის პედაგოგებს აქტივობების განხორციელებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
ტრადიციულად, წელსაც პირველ სასწავლო დღეს ლამაზი ღონისძიება გაიმართა.
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება