სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მთავარი ინგრედიენტი, რომელიც კვერცხს საოცარ ფერს ანიჭებს
21-04-2022
-
+


სააღდგომო სუფრის მთავარი ატრიბუტი მწვანე ჯეჯილზე გაწყობილი წითელი კვერცხი და პასკაა. კვერცხის შეღებვის ტრადიცია კი წითელ პარასკევთან, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღესთან არის დაკავშირებული. ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.

დროსთან ერთად კვერცხის შეღებვის მეთოდებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. ზოგი პასტელურ ფერებს, ზოგი მოხატვას და ზოგიც ფიგურების გამოსახვას ანიჭებს უპირატესობას. თუმცა წითელი ფერი მაინც კლასიკად რჩება და ამ ფერს გაცილებით ბევრი ადამიანი ირჩევს. ამიტომაც, სწორედ კვერცხების წითლად შეღებვის საუკეთესო მეთოდს გასწავლით.

კვრცხის შესაღებად მთავარი ინგრედიენტი ენდროა, თუმცა, ლამაზი ფერის მიღების საიდუმლო სხვა ინგრედიენტში იმალება. ეს არის ხახვის ფურცლები. თუ ენდროს ხახვის ფურცლებს დაუმატებთ კვერცხს გაცილებით ლამაზი ფერი ექნება, ვიდრე მის გარეშე.

დიასახლისების კიდევ ერთი პრობლემა არის ხარშვისას კვერცხის დასკდომა, ამას კი წყალში  ცოტაოდენი მარილის დამატება აგარიდებთ. ამასთან, გირჩევთ სოფლის კვერცხის გამოყენებას, ვიდრე ფერმის კვერცხს. მას უფრო სქელი ნაჭუჭიც აქვს და გვიანაც ტყდება. თუ მაინც არ გაქვთ სოფლის კვერცხი, ფერმის კვერცხი საშუალო ზომის შეარჩიეთ, უფრო გამძლე ნაჭუჭი აქვს.  

მაშ ასე, გთავაზობთ, კვერცხის შეღებვის ტრადიციულ მეთოდს:

დაგჭირდებათ:

კვერცხი

ენდრო (ფესვები ან ფხვნილი)

ხახვის ფურცლები

წყალი

მარილი

შეღებვის წესი:

თუ ენდროს ფესვებს იყენებთ, უნდა დანაყოთ 2-3 კონა და ისე შეურიოთ ხახვის ფურცლებთან. თუ ფხვნილი გაქვთ მაშინ უბრალოდ მოაყარეთ ხახვის ფურცხლებს, 1 ლიტრ წყალზე 1ს/კ . შემდეგ უმატებთ წყალს და ცოტაოდენ მარილს. მიღებულ ნაზავს ადუღებთ 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ აციებთ. გაციებულ ნარევში ჩააწყობთ შესაღებად არჩეულ კვერცხებს და ადუღებთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ კვერცხი მუქ ფერს არ მიიღებს. ამ დროის გასვლის შემდეგ, კვერცხს 30 წუთით ჩატოვებთ ქვაბში, ამოლაგების შემდეგ კი ცივ წყალს გადაავლებთ და წითელი კვერცხებიც მზადაა. ასეთი მეთოდით შეღებილი კვერცხი ლამაზ ფერს იღებს და ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

წითელი კვერცხები შემოაწყვეთ ჯეჯილზე და გემრიელად მიირთვით, მრავალ ბედნიერ აღდგომას დაესწარით!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება