სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცხრამეტი მე“ - აფხაზეთის N2 სკოლაში ახალგაზრდა ხელოვანის დიმიტრი უზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
20-04-2022
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა შემოქმედის დიმიტრი უზარაშვილის შემოქმედებითი საღამო „ცხრამეტი მე“ გაიმართა. 

საღამო, დირექციის ინიციატივით და ორგანიზებით, სკოლის დარბაზში ჩატარდა. მასში მეათე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. ღონისძიების რეჟისორი ნანა ჯალაღონია იყო.

დიმიტრი უზარაშვილის ჩანახატები, მოთხრობები და ნოველები ქართული ენის მასწავლებელმა ლელა თოდუამ, მუსიკის მასწავლებელმა ზურაბ კვერნაძემ, ლილი ჯიქიამ, ლუკა ფაცაციამ, მარიამ ლუტიძემ, თაკო ლაოშვილმა, ნინო ტატინაშვილმა, ქეთევან აბაკელიამ, თაკო აბრალავამ, მარიამ ეგაძემ, ანი ქოჩქიანმა და თავად ნაწარმოებების ავტორმა წაიკითხეს. 

ამსთანავე, ქართული ენის მასწავლებელი ლელა თოდუა ღონისძიების ტექნიკური, ხოლო მუსიკის მასწავლებელი ზურაბ კვერნაძე მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. 

შემოქმედებით საღამოზე ავტორის ნახატებიც იყო გამოფენილი. ისინი ზეთისა და აკრილის საღებავებითაა შესრულებული.

საღამოს მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მასწავლებლები და მთავარი გმირის მეგობრები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ დიდი მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომაც ის მომავალში კვლავ გაიმართება. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის შემოქმედებითი საღამოს ყველა მონაწილეს - პედაგოგებს: ლელა თოდუას, ზურაბ კვერნაძეს; მეთორმეტე კლასის დამრიგებელს-  დალი ფირცხალავას, მოსწავლეებს: ლუკა ფაცაციას, მარი ლუტიძეს, ნინო ტატინაშვილს, ლილი ჯიქიას, ქეთევან აბაკელიას, თაკო ლაოშვილს, თაკო აბრალავას, მარიამ ეგაძეს, ანი ქოჩქიანს. მშობელს-  ანიკო ივარდავას. ხელოვნების პედაგოგს - თამთა ნათიძეს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას, პედაგოგიურ გუნდს. 

„ახალგაზრდა შემოქმედის პროზაული ნაწარმოებები სითბოთი და სევდით არის გაჯერებული... მის თითოეულ სიტყვაში ადამიანური სიყვარული იგრძნობა. იგი საოცრად თბილი პიროვნებაა, რასაც წერს, ყველაფერს გულით წერს... არავითარი სიყალბე, არავითარი ფარისევლობა... მისთვის გულწრფელობა მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.
შემოქმედებით საღამოზე გამოფენილი იყო დიმიტრი უზარაშვილის ნახატები, რომელიც შესრულებულია ქაღალდზე და ტილოზე როგორც ზეთის, ასევე აკრილის საღებავებით. ნახატებისთვის დამახასიათებელია ხედვის ახლო წერტილი, უშუალობა.  
ზოგიერთ ნახატში მხატვარი ძლიერ უახლოვდება თავის გმირებს, ავსებს მათი გამოსახულებებით მთელ სასურათო სიბრტყეს და ამით ანიჭებს მათ საგანგებო მნიშვნელოვნებას. სქელი კონტურით იგი შემოხაზავს ფიგურებს და გამოკვეთავსმათ სილუეტს. დეტალების აქცენტირებით აძლიერებს ნახატის გამომსახველობას.  
უმეტეს შემთხვევაში, დიმიტრის როგორც ნოველების, მოთხრობების, ისე ნახატების პერსონაჟები ფსიქოლოგიურად თავად მისი დაკვირვებების და ანალიზის, სხვა ადამიანების ემოციების შთაბეჭდილებების ნაზავია... იგონებს პერსონაჟს, აძლევს სხეულის ენას, და ქმნის მის გარშემო სიტუაციას, ხანდახან ეს პერსონაჟი ძალიან ჰგავს, ხანდახან ნაკლებად. ამ პერსონაჟებითის თანამედროვეობაზე ჰყვება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

დიმიტრი უზარაშვილი 2004 წლის 22 მარტს დაიბადა. ის ბავშვობიდან მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა, უყვარს ხატვა. მას მრავალ ღონისძებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამ ინფორმაციას სკოლა გვიზარებს. 
მონაწილეობდა:

  • მუსიკალურ კონკურსში - „თბილისობა 2018“ (წარადგინა სკოლა);
  • გიორგი ცაბაძის სახელობის ფესტივალი - პირველი ადგილი და მიიღო ლაურეატის წოდება (წარადგინა სკოლა);
  • საქართველოსდემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში „სამშობლო ჩემი გულია“ (წარადგინა სკოლა); 
  • აფხაზეთობის ფარგლებში ,, ჩემი სახლი აფხაზეთში" (წარადგინა სკოლა);  
  • გასვლითი პროეტი art for inclusion (პროექტის მთავარი მიზანი იყო- გავზარდოთ ახალგაზრდების ცნობიერება სოციალური ინკლუზიის, მშვიდობისა და არა-დისკრიმინაციის საკითხებში ხელოვნების სხვადასხვა საშუალებების დახმარებით). 
  • ოკუპაციიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ფარგლებში თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზი. ,, ფერწერა აფხაზეთიდან" (წარადგინა სკოლა); 
  • აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულსაქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებითაფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი (წარადგინა სკოლა).
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება