სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საპრასიის საჯარო სკოლაში დედაენის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა
19-04-2022
-
+


შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

პირველ კლასში გამართული ღონისძიება - „ენა ქართული, დედაა ჩვენი“- დედა ენის ჰიმნით გაიხსანა. მსოწავლეებმა, ქართული ანბანის სიმღერის ფონზე, სიტყვები გამოიცნეს. წარმოადგინეს ინსცენირება - ანბანის რიგის მიხედვით დალაგებული იების კრეფა. წაიკითხეს ლექსები და ყველას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ „ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა". აღნიშნული ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი მარიკა ხურციძე იყო. 

დედა ენის დღე III-IV კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთის გამოშვებით აღნიშნმეს. მათ გაზეთში ამ დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია დაწერეს. მოსწავლეებმა მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ერის ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპსა და ქართული ენის დამწერლობის სიძველეზე ისაუბრეს. მათ სასურველი ფრაზები ასომთავრული ასოებით დაწერეს. აქტივობას პედაგოგი ქრისტინე ონიანი ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, II, III, IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მუსიკალური კონკურსი -„ვაჟკაცების დედაენა, დედაენა ქართული!", გაიმართა.  მოსწავლეებმა სიმღერები დედა ენაზე შეასრულეს. მათი ხელმძღვანელი პედაგოგი, მარინა ომანაძე იყო.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს

მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

წარმატებულ მასწავლებლეთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება