სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“- ფოთის N7 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
19-04-2022
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებით - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“, საქართველოს თავისუფლებისთვის თავგანწირულ გმირთა 
ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს და სანთლები დაანთეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

„ბევრი წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რომელმაც არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. უამრავი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დღემდე საშინელი ტკივილია ქართველი ხალხისთვის ეს დღე.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 9 აპრილი იყო გამარჯვების მაგალითი და იმედი იმისა, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს, რომ  ქართველი ხალხისთვის 1989 წელი არის როგორც ტრაგედია, ასევე ამაღლება, ამ დღემ მოიტანა დამოუკიდებლობა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება