სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდებთან დაკავშირებით „ნაეკი“ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
11-04-2022
-
+


 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ტესტირებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი უკვე დასრულდა.

აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, საგამოცდო საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით აქვთ.
 
გამოსაცდელებს, რომლებსაც საგამოცდო ცენტრებში ესაჭიროებათ სპეციფიკური გარემოს შექმნა და რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის დროს უკვე მონიშნეს ველი „სპეციალური პირობები“, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
 
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 1 მარტს 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდა.  ამ ვადის განმავლობაში რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 
 
2022 წლის საგამოცდო სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სხვა  მნიშვნელოვან საკითხს მონაწილეები  აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან. 
 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება