სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ახლა უფრო დიდი მონდომებით გავიკვალავ გზას ცოდნისა და წარმატებისკენ“ - „წალკის ეტალონი მოსწავლე“
08-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „წალკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

წალკის სპორტდარბაზში გამართულ ღონისძიებას წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ემზარ გელოვანი, რესურსცენტრის უფროსი არსენ ჯმუხაძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ევგენია ფურცელაძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა წალკის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ირინა ირემაძე.

იგი ემოციურად შეხვდა გამარჯვებას და მადლობა გადაუხადა პროექტს ამ სიხარულისა და გამოცდილებისთვის:

„მადლობა „ეტალონს“ მოცემული ცოდნისა და გამოცდილებისთვის. ახლაც ვერ ვიაზრებ, რა ხდება ჩემს თავს. უბედნიერესი ვარ. პროექტმა თავდაჯერებულობა შემმატა და ახლა უფრო დიდი მონდომებით გავიკვალავ გზას ცოდნისა და წარმატებისკენ.“

წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ემზარ გელოვანი „ეტალონს“ მუნიციპალიტეტის სახელით სრულ მხარდაჭერას უცხადებს:

„ამდენი ჭკვიანი და წარმატებული ბავშვის მნახველს, სიხარულისგან სული და გული გამინათდა. მადლობა „ეტალონსა“ და ჩემს გოჩა ტყეშელაშვილს საქვეყნო საქმის მსახურებისთვის, ჩვენი ახალგაზრდების წახალისებისთვის. ყველა ოჯახს ვუსურვებ „ეტალონში“ გამარჯვებულ შვილს. პროექტი სამშობლოს ღირსეულ და განათლებულ თაობას უზრდის. მიყვარს „ეტალონი“ და მინდა დიდხანს იყოს საქართველოს სიყვარულში. სრული მხარდაჭერა პროექტს წალკის მუნიციპალიტეტისგან.“ 

წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ევგენია ფურცელაძე „ეტალონსა“ და მის მონაწილეებს წარმატებებს უსურვებს:
            
„ცრემლებს ვერ ვიკავებ ისეთი ემოციური იყო „წალკის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენა. მადლობა პროექტსა და მის ავტორს, რომ არასდროს ივიწყებს რეგიონებს და ქვეყნის თანადგომისა და განათლების სიყვარული ჩამოაქვს ჩვენთან. ულევ წარმატებას ვუსურვებ „ეტალონსა“ და მის მონაწილეებს.“

წალკის რესურსცენტრის უფროსი არსენ ჯმუხაძე მადლობას უხდის პროექტს გაწეული შრომისთვის:

„ჩემზე ბედნიერი დღეს არავინაა. მადლობა „ეტალონს“ ჩვენს ბავშვებში ცოდნისა და სამოქალაქო თვითშეგნების წახალისებისთვის. ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს ჩემპიონატში მონაწილეობას, გამარჯვებულს კი წარმატებებს ვუსურვებ ფინალში.“

„წალკის ეტალონი მოსწავლის“ სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე აღნიშნავს, რომ ირინა ირემაძე ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას:        

„ბედნიერი ვარ ირინას გამარჯვებით. ნამდვილად ღირსეულად იასპარეზა და გაამართლა სკოლის იმედები. ძალიან ჭკვიანი, მოწესრიგებული და აქტიური მოსწავლეა. წარმატებებს ვუსურვებ ირინას პროექტის ფინალში.“

„წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ირინა ირემაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება