სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის პორტფოლიოს გზამკვლევი შეიქმნა - დეტალები
28-03-2022
-
+


ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლებისთვის შეიქმნა „სპეციალური მასწავლებლის გზამკვლევი“ და „სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო“.


დამხმარე რესურსი საინტერესო იქნება მათთვისაც, ვინც ემზადება სპეციალური მასწავლებლობისთვის, ასევე, საგნის მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მშობლებისა და ყველა იმ პირისათვის, რომელიც დაინტერესებულია სპეციალური მასწავლებლის საქმიანობითა და ფუნქცია-მოვალეობებით.

გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს სპეციალურ მასწავლებელს პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, აღჭურვოს იმ ცოდნითა და ღირებულებებით, რომელიც საჭიროა პოზიტიური, უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის.

გზამკვლევი 4 ძირითადი ნაწილისგან შედგება და მისი ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

„სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს გზამკვლევი“ კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და მისი მიზანია  სპეციალურ მასწავლებლებს დაეხმაროს  პორტფოლიოთი გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოებასა  და პრაქტიკის გაუმჯობესებაში.  პორტფოლიოს გზამკვლევი ეყრდნობა სპეციალური მასწავლებლის საქმიანობაში არსებულ საჭიროებებს და აერთიანებს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს. იგი დაეხმარება სპეციალურ მასწავლებლებს, საკუთარი ცოდნისა და უნარების, ასევე, სსსმ მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაში.

პორტფოლიოს გზამკვლევის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება