სიახლეები
სიახლეები

KIU-ს ინოვატორი გოგონები და მათი ჩართულობა STEM-ში
15-03-2022
-
+


ქალი სტუდენტები და თანამშრომლები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი საბუნებისმეტყველო-საინჟინრო და ტექნიკურ სფეროებში. მეცნიერების მხოლოდ 30 პროცენტია დღეს ქალი. ერთ მესამედზე ნაკლებია იმ ქალი სტუდენტების რიცხვი, რომლებიც ირჩევენ მათემატიკას და საინჟინრო დარგებს. ქალები STEM დარგებში ნაკლებ ნაშრომებს აქვეყნებენ და ხშირად მათი ხელფასი საგრძნობლად ჩამოუვარდება მამაკაცი მეცნიერების ხელფასებს - ესაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დღეს, რაც მოწმობს, რომ ქალების ჩართულობა მეცნიერებაში და საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგებში დაბალია. 

გენდერული და სამეცნიერო თანასწორობა მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მიუხედავად მრავალი მცდელობისა და აქტივობისა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი ორგანიზაცია ახორციელებს, გენდერული თანასწორობის მიღწევამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების როლი გენდერული თანასწორობის მიღწევასა და არსებული გამოწვევების დაძლევაში. 

ამ მხრივ, ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი დღეს საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია (KIU). KIU ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც გენდერულ თანასწორობას და სოციალურ ინკლუზიას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს. ინკლუზიური და თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება პირდაპირი თუ ირიბი დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისაგან - უნივერსიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს. უნივერსიტეტს დანერგილი აქვს გენდერული  თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის შესახებ პოლიტიკა. 

უნივერსიტეტის სხვადასხვა აქტივობების შედეგად, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, STEM დარგებში ჩართულ სტუდენტ გოგონათა რაოდენობა KIU-ში გაორმაგდა. გოგონათა უმეტესობა მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, ისინი აქტიურად არიან ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, დაკავებული არიან კვლევითი საქმიანობით, ინოვაციებით, ქმნიან სტარტაპებს, ასევე პროექტებს/თამაშებს ვიზუალური მათემატიკის მიმართულებით. 

სტუდენტები დატვირთული აკადემიური ცხოვრების პარალელურად ახერხებენ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემოქმედებით და სოციალურ კამპანიაში, მრავალფეროვანი სტუდენტური და სამეცნიერო საქმიანობით კი, მოტივატორები გახდნენ რეგიონში მცხოვრები გოგონებისათვის. ამ მხრივ საინტერესოა უკრაინელი გოგონას მარია ბუკაევას ჩართულობაც, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამას ეუფლება. STEM-ის მიმართ მისი განსაკუთრებული ინტერესი ინსპირაციაა სხვებისთვის. მარია იმედოვნებს, რომ საქართველოში მიღებული ცოდნა მომავალ კარიერულ წინსვლაში ძალიან გამოადგება. მას სურს, მაგალითი მისცეს სხვა ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ახლა აპირებენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე სწავლას და ჯერ არ გადაუწყვეტიათ რომელი მიმართულებით გააგრძელონ საკუთარი კარიერა, ან რომელ ქვეყანაში მიიღონ შესაბამისი განათლება. 

მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ექსტრაკურიკულურ აქტივობებში მონაწილეობის მიხედვით, გაგაცნობთ რამდენიმე წარმატებულ ქალ სტუდენტს:

ნათია ფრუიძე ცაგერის რაიონის სოფელ ნასპერიდანაა. ის KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. ნათიამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და  უნივერსიტეტში მაღალი ქულებით ჩაირიცხა. შედეგად, მან KIU-ს ყოველთვიური სტიპენდია და კამპუსში ცხოვრების დაფინანსება მოიპოვა. გოგონა მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, დღემდე ინარჩუნებს უნივერსიტეტისგან მიღებულ სტიპენდიებს და დაფინანსებას. სკოლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ ოლიმპიადებსა და რეგიონულ კონფერენციებში. მისი აქტიურობა უნივერსიტეტშიც გაგრძელდა. ნათია მონაწილეობდა ვიზუალური მათემატიკის ფესტივალში „KIU Visual Math Fest 2021”, სადაც სტუდენტებთან ერთად წარადგინა პროექტი „ზუსტი ანარეკლის ობიექტური ასახვა/ The Mirror of The Perfect Reflection”. პროექტმა ქართველი და უცხოელი პროფესორებისგან შემდგარი ჟიურის მოწონება დაიმსახურა და ახალგაზრდებს მეორე ხარისხის დიპლომი მიენიჭათ, ნათიამ ექსტრაკურიკულურ (ECAS) აქტივობაში ჩართვისთვის მიიღო 1 ქულა. გოგონა მონაწილეობდა ზაფხულის სკოლაში - „ციფრული აზროვნება 2021/ Digital Thinking 2021”, რომელიც KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ორგანიზებით განხორციელდა. 

KIU-ს წარმატებული სტუდენტია მათემატიკის პროგრამის პირველკურსელი მარიამ მამაგეიშვილი.  ის ქუთაისიდან გახლავთ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი დამსახურებულად მოიპოვა და KIU-ს მათემატიკის ინგლისურენოვან პროგრამაზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. საქართველოს მასშტაბით, მარიამი იმ 100 საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგი აჩვენა. მარიამმა ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს და ცხოვრობს სრულიად უფასოდ, ასევე, დაენიშნა KIU-ს ყოველთვიური სტიპენდია. სკოლის პერიოდში მარიამი განსაკუთრებული ნიჭითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა და ის სხვადასხვა კონკურსისა და ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა. მოპოვებული აქვს „ავერსისა“ და აგლი აბზიანიძის სახელობის სტიპენდიები. ის გახლავთ ქუთაისის მასშტაბით, სხვადასხვა წელს ჩატარებული ოლიმპიადების (მათემატიკასა და ბიოლოგიაში) მრავალგზის გამარჯვებული, ასევე, მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორი“ 2020 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული და 2021 წლის კონკურსის ფინალისტი. მარიამმა ახლახან დაასრულა KIU-ს მათემატიკის ზამთრის სკოლა. ამჟამად, ჩართულია KIU-ს მათემატიკის სკოლის მიერ ორგანიზებულ ორ პროექტში: მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკის კონკურსი (PI-Day Math Contest) და KIU-ს ვიზუალური მათემატიკის ფესტივალი (KIU Visual Math Fest). ძალისხმევას არ იშურებს, რათა წარმატებული აღმოჩნდეს მისთვის აღნიშნული პროექტები. წინ დიდი გეგმები აქვს და მზად არის, თავი გაართვას ყველა გამოწვევას, რომელიც ცხოვრებაში და კარიერული წინსვლის დროს შეხვდება.

ანანო თამარაშვილი გორიდან არის. STEM დარგებით ბავშვობიდანვე დაინტერესებულმა მომავალ პროფესიად მათემატიკა აირჩია. ანანო KIU-ს მათემატიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. უკვე მეორე წელია, რაც KIU-ში სწავლობს და ცხოვრობს, ასევე იღებს უნივერსიტეტის ყოველთვიურ სტიპენდიას. ანანო მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა და სხვა გოგონების მსგავსად, აქტიურადაა ჩართული სტუდენტურ პროექტებში. გასულ წელს მონაწილეობა მიიღო მათემატიკის ზამთრის სკოლაში, რომლის მიზანი კალკულუსის ზოგიერთი ასპექტის გაღრმავებული სწავლება იყო. ჩართული იყო KIU-სა და GITA-ს ერთობლივ სტარტაპ აქსელერაციის და ინოვაციების საზაფხულო კურსში. კურსის ფარგლებში ანანომ და მისმა მეგობრებმა შეიმუშავეს სტარტაპ იდეა და ჟიურის წინაშე მოახდინეს პროექტის „პიჩინგი“ (წარდგენა). ახალგაზრდების ჯგუფმა შექმნეს ვებგვერდი, სადაც შესაძლებელი იყო მეორადი წიგნების გაყიდვა. ანანო, ასევე მენტის სტატუსით მონაწილეობდა KIU-სა და გაეროს ქალთა განვითარების ფონდის ერთობლივ პროექტში - მენტორობის პროგრამა. მან საინტერესო გამოცდილება მიიღო მენტორისგან/ქალი ლიდერისგან, რომელიც დაეხმარა საკუთარი თავის, შესაძლებლობების აღმოჩენაში, ასევე ბარიერების გადალახვაში. ამჟამად, მეგობრებთან ერთად ჩართულია KIU Visual Math Fest-ში, სადაც უნდა წარადგინოს პროექტი „Out Of This World“. როგორც თავად ამბობს, პროექტი შესაძლებლობას მისცემს, ხალხს გააცნოს არაევკლიდური გეომეტრიის, ჰიპერბოლური სივრცის ცნება. ანანოს მათემატიკის მსგავსად მუსიკალური ხელოვნებაც იტაცებს, თავისუფალ დროს მუსიკას უთმობს. მუსიკის სიყვარულმა უნივერისტეტში მუსიკალური კლუბის ჩამოყალიბება გადააწყვეტინა, პროექტზე მეგობრებთან ერთად მუშაობს და სურს, რომ KIU-ს სტუდენტური პროექტების ხელშეწყობის ფონდს წარუდგინოს. 

KIU-ს სტუდენტი გოგონები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროექტში, რაც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის პროგრამების გაცნობას, STEM დისციპლინების პოპულარიზაციას და მათში ქალების ჩართულობის გაზრდას. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობა იზრდება და სავალდებულო განათლების მიღება 10 წლიანი ხდება - დეტალური ინფორმაცია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
ჩანიშნული შემაჯამებლები და გაკვეთილები უქმდება - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის უქმე დღესთან დაკავშირებით
სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეწყდება - 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა პირველკლასელთა წარმოდგენა -  „ანბანის გაცილება“, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
გარდა ამისა, მათ გერმანულ ენაზე იმღერეს, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
პროექტის ორგანიზატორი და ხელმძვანელი 2009 წლიდან თამარ ივარდავა გახლავთ
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დააკვირდნენ და შეისწავლეს ნახევარგამტარის გამტარებლობა
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება