სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას! არა ომს!“ - ვანის N2 საჯარო სკოლა უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
15-03-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები და ბავშვები აქტიურად აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მუნიციპალიტეტის დახმარებით მეგობარ ქვეყანაში აგზავნიან. ემოციურია პაწაწინა სათამაშო დათუნია, რომელიც სკოლის მოსწავლემ თავისი თანატოლებისთვის გაამზადა - „გვირაბშია და საყვარელი სათამაშო იქნებ არ აქვსო..“

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გულისამაჩუყებელია ბავშვების დამოკიდებულება სიტუაციის, მდგომარეობის მიმართ, რასთან დაკავშირებითაც სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი ემოციურ წერილს აქვეყნებს:

„დღეს მთელი დღე ამ სათამაშოებზე მეტირება. ჩვენმა მოსწავლემ ომში მყოფი თავისი თანატოლისთვის, რომ ჩაალაგა, ალბათ საყვარელი სათამაშოები აღარ აქვთო... არ მინდა ასეთი მსოფლიო, სადაც ბავშვებს საყვარელი სათამაშოები დაუბომბეს, სადაც მეორე პატარა სულის ტკივილს განიცდის და საკუთარ, ნალოლიავებ დათუნიას უზარმაზარ ყუთში სვამს ომში მყოფი ბავშვისთვის... ეს უნდა დასრულდეს...
ბავშვები არ უნდა ტიროდნენ! ბავშვებს ნუ წავართმევთ ბავშვობას! არა ომს! მშვიდობა მსოფლიოს!“, - წერს დირექტორი თეონა ადეიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება