სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბავშვები ომის წინააღმდეგ“​ - კინჩხის საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა
14-03-2022
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში 7 მარტს დისკუსია თემაზე - „ბავშვები ომის წინააღმდეგ“ ჩატარდა.

იდეის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატორის უფროსი მასწავლებელი ნინო ყურაშვილი გახლავთ.

აქტივობის მოსამზადებელი პროცესი მეტად საინტერესო იყო. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივი შემოქმედებითი სულისკვეთება გამოავლინეს, რათა ომის მიმართ საკუთარი პოზიცია გამოეხატათ.

„ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით მოხატეს და გააფერადეს ომის, მშვიდობისა და დედამიწის სიმბოლოები, მოამზადეს ლექსები. დისკუსია დაიწყო ომის ეპიზოდების ფოტოების დემონსტრირებით. ბავშვებმა აღელვებით გამოხატეს თავიანთი ემოციები და გრძნობები, უპასუხეს კითხვებს, თუ რა არის ომი და რა მოაქვს საომარ მოქმედებებს, რა არის მშვიდობა და რა არის აუცილებელი ბედნიერი ცხოვრებისათვის. ამ ფონზე ლამაზად გაჟღერდა მოსწავლეების მიერ წაკითხული ამაღელვებელი პოეტური სიტყვები სიყვარულსა და მშვიდობაზე. დასკვნით ნაწილში ბავშვებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ომის მიმართ: „არა ომს!“, „მშვიდობა და უსაფრთხოება მთელს დედამიწაზე!“ და „ბედნიერი ბავშვობა!“. ძალიან სასიამოვნოდ დააგვირგვინა მოსწავლეებისა და პედაგოგების შემოქმედებითი მუშაობა ნინო მასწავლებლის მაღალმა შეფასებამ. განსაკუთრებით თბილი სიტყვები იყო ნათქვამი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ღონისძიების ტექნიკური მხარე უზრუნველყო მათემატიკის უფროსმა მასწავლებელმა, მეგი იობიძემ, ხოლო მხატვრული გაფორმება - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსმა მასწავლებელმა, ირინა ჯანელიძემ. ძალიან გაახარა ბავშვები დამრიგებლის, ფიქრია ცნობილაძის მიერ სიყვარულით მომზადებულმა სამახსოვრო საჩუქრებმა. დიდი მადლობა ყველას დაუვიწყარი წუთებისთვის!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება