სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იმედი მაქვს, რომ ეს თაობა იტყვის თავის სიტყვას“- ლიანა ჩხაიძე, თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი
09-03-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge- თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ჩხაიძე ესაუბრა.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- კონკრეტული საგნის ცოდნასთან ერთად არის, სასკოლო-სასწავლო გარემოს, უფროსებისა და თანატოლების პატივისცემა და სიყვარული, თვითშეფასების უნარი, საკუთარი აზრის დაცვა სხვისი აზრის პატივისცემა და გათვალისწინება, ტოლერანტობა,ჰუმანიზმი.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- არის, ის, რომელსაც აქვს მიზნები და ინტერესები, შეუძლია ბევრი იშრომოს მიზნის მისაღწევად, შეუძლია დასვას კითხვა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, უყვარს სკოლა, სკოლაზე ზრუნვა, მეგობრებთან ერთად საინტერესო პროექტების დაგეგმვა.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...

- სასიამოვნო, საინტერესო, სასწავლო პროცესზე ორიენტირებული გარემო. ყველა პროექტი, პროგრამა, რაზეც გვიწევს მუშაობა, არ უნდა იყოს გაკეთებული მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სავალდებულოა, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რასაც სკოლაში ვაკეთებთ, რაზეც სკოლაში ვმუშაობთ მოსწავლის, ზოგადად მომავალი თაობის სწორად აღზრდას, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ...

- ჩემთან თავისუფლად შეუძლია მოსვლა და საკუთარ პრობლემებზე საუბარი ნებისმიერ მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ჩვენ ერთად შეგვიძლია არსებული პრობლემის გადასაჭრელად მოვძებნოთ გზები, მახარებს მათი წარმატებები და ამ წარმატებების მისაღწევად სასკოლო-სასწავლო გარემოს მაქსიმალურად გამოყენება.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- რომ არსებული, საკმაოდ რთული გამოწვევების დროს გვიწევს მუშაობა, რომ პანდემიამ ძალიან ბევრი პრობლემა მოიტანა, რაზეც ისევ სკოლამ და მასწავლებელმა უნდა იზრუნოს,  შედეგზე გასასვლელად. მაგრამ სასიამოვნო მოსასმენია, იქვე რომ დასძენენ... შეძლებენ ყველაფერს, ეცდებიან მაქსიმალურად, რომ ბავშვებმა სკოლაში სრულფასოვანი განათლება მიიღონ.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- მეტი ინტერესის გამოჩენა სასწავლო პროცესის მიმართ, დღეს მოსწავლეს აქვს საშუალება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, სასწავლო პროცესის მიმართ თანამედროვე მიდგომები მათ საშუალებას აძლევთ მიიღონ მონაწილეობა ძალიან ბევრ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტში, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად დაგეგმონ საინტერესო შეხვედრები.

- იმედი მაქვს, რომ...

- ეს თაობა იტყვის თავის სიტყვას, ჩვენ ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს, თუ ჩვენ, უფროსები შევძლებთ მათი შესაძლებლობების, ინტერესების მაქსიმალურად გამოვლენას და მათ გვერდით დგომას კრიტიკულ სიტუაციებში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება