სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არა ომს! ნუ დაუკარგავთ ბავშვებს ბავშვობას!“ - დაბა ლენტეხის N1 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს
09-03-2022
-
+


დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის  IX კლასის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

მათ სკოლაში გამოფენა მოაწყვეს და თავიანთი სათქმელი ამ გზით დააფიქსირეს.
                                                           
„მე მაქვს სიცოცხლის უფლება“

„ომი კაცობრიობის მიერ „შექმნილი“ ყველაზე დიდი უბედურებაა. წლიდან წლამდე პლანეტის რამდენიმე ადგილას მაინც გამუდმებით იბრძვიან პოლიტიკოსები გავლენისთვის, ფულისთვის, მიწისთვის თუ სხვა რამისთვის, ამ ბრძოლას კი ყოველთვის ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები. მათ შორის ბავშვები. ბავშვის ერთ ცრემლადაც არ ღირს ის „დიადი მიზნები“, რასაც ომი ემსახურება, თუმცა გულგაყინულ გავლენიან ადამიანებს ეს ნაკლებად აღელვებთ. პატარები კი ერთმანეთის მიყოლებით იხოციებიან სხვათა ბრძოლის ველზე, ხოლო ვინც ცოცხალი რჩება, მის ცხოვრებას სამუდამო დაღს ასვამს დიდების „ომობანა".
საქართველოს არაერთხელ გადაუტანია ეს ტკივილი, ახლო წარსულშიც. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულად გვესმის ახლა ჩვენ მეზობლად განვითარებული მოვლენების. უკრაინაში სულ უფრო მეტად მძიმდება ვითარება. პატარა უკრაინელები უნებურად ჩართეს ამ ყველაფერში და ისინიც სხვადასხვანაირად გამოხატავენ პროტესტს, გულისტკივილს თუ დარდს.

ომი ქაოსია. ომი ჯოჯოხეთია... ომში არ არის ბავშვის ადგილი. უსახლკაროდ და უდედმამოდ დარჩენილი შეშინებული პატარები ვერ ხვდებიან, რით დაიმსახურეს ასეთი სასჯელი... ომს სახე არ აქვს,  მან ყველაზე ნორჩ და ლამაზ სახეებზე დაასვა სამუდამო დაღი...ომი არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა – საბედნიეროდ, ბევრი ასეთი მოიძებნება მსოფლიოში და ჩვენც, მათ მივმართავთ!

დღევანდელი საქართველო, რომელსაც ტერიტორიების 20% აქვს წართმეული, იმდენად ტოლერანტული ქვეყანაა, რომ მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესიაც ერთ ტერიტორიაზეა მოქცეული.

სწორედ, ასეთი ქვეყნის შვილები გამოვდივართ იდეით და მივმართავთ მთელ მსოფლიოს სიტყვებით - ომში არ არის ბავშვის ადგილი.

არა ომს, არა სისხლისღვრას! ნუ დაუკარგავთ ბავშვებს ბავშვობას! სიცოცხლის უფლება არის თანდაყოლილი უფლება. მე მაქვს სიცოცხლის უფლება! სიცოცხლის,თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია.

ეს უფლებები თანდაყოლილია და არავის, არც ერთ პიროვნებას, არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება წაართვას ბავშვს ეს უფლებები, რადგან ბავშვიც ადამიანია“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება