სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სამარადისო ხსოვნა, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილო გმირო!“- ჟახუნდერის საჯარო სკოლაში ალექსანდრე ონიანის ხსოვნას პატივი მიაგეს
09-03-2022
-
+


დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, უმცროსი სერჟანტის ალექსანდრე ონიანის დაბადების დღეა. 

სწორედ მის სახელს ატარებს თავისი მშობლიური ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლა. სკოლაში მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
ალექსანდრე ონიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა. ის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა ორი და და ორი ძმა ჰყავდა. იხსენებენ, რომ სანიმუშო ბავშვი იყო, 9 კლასის დამთავრების შემდეგ მან სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა, ბოლოს კი კონტრაქტით სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა.
 
„ალექსანდრე ონიანი რომან ზოიძის ნათლია იყო... აქ შინდისის ტრაგედია გრძელდება...
მამაო ჩვენო წაიკითხეს ნათლიამ და ნათლულმა.
კაპრალი ზოიძე დაჭრილი იყო და სისხლისგან იცლებოდა, თუმცა ონიანმა, რომელიც ამ დროს სრულიად უვნებლად იყო, თანამებრძოლის მოთხოვნის მიუხედავად, ის არ მიატოვა. უფროსმა სერჟანტმა ალექსანდრე ონიანმა, ტყვედ აყვანის საშიშროებისთანავე, ხელყუმბარით თავი აიფეთქა, მოწინააღმდეგეს არ ჩაბარდა და მისი ცოცხალი ძალა დააზიანა.
ალექსანდრე ონიანი 1981 წლის 9 მარტს  მრავალშილიან ოჯახში დაიბადა.ორი და და ორი ძმა ჰყავდა.
მან სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა ერის საამაყო ისტორიაში.
სამარადისო ხსოვნა, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილო გმირო!
დიდება გმირებს“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.  

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება