სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნინო“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის ემოციური ნოველა
09-03-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის ემოციურ ნოველას - „ნინო“, გვთავაზობს. 

ნოველის მთავარი პერსონაჟი ორსული ქალია, რომელის ქმარიც ომში დაიღუპა. ნინო დოხტურიშვილი ამ ქალის გასაჭირს აღწერს.

„ნინო“

„ზამთრის სუსხი თეთრი ნაბადივით შემოკვართოდა ბუნების შიშველ სხეულს და სამყაროს მკაცრი მარწუხებით აკრთობდა. ირგვლივ გამეფებულ სიცარიელეს ჯაჭვივით შებმოდა გაცრეცილი, უგულო დღეები, გაყინული ღამეები და პატარა ბარათით მონაგარი მძიმე ხვედრიც კი -„დიდი მწუხარებით გაცნობებთ ბრძოლის ველზე თქვენი მეუღლის გმირულად დაღუპვის შესახებ“, წერილი ჩათავებული არ ჰქონდა, რომ გულის სიღრმეში დანასავით გაკაწრა იდუმალმა ტკივილმა. მარტოდ დარჩა, სრულიად ეული, ცრემლები ძლივს შეიკავა, შერცხვა თავისი სისუსტის.... სწორედ ამ დროს იგრძნო მუცლის არეში მსუბუქი ბიძგები, დიდი სიყვარულით მიუალერსა ნაყოფს, ეამა დედაშვილური ზრუნვა, გაახსენდა, რომ სწორედ ის იყო საუკეთესო განცდა  და იმედის მწვერვალი. უნდა განაგრძოს ცხოვრება აუცილებლად გასწიოს ის ჭაპანი, რაც უფალმა დააკისრა მხრებზე, მაგრამ სად?! აქ ,ამ ქალბატონის სამფლობელოში?!- რამდენი ხანი უნდა იყო გაქვავებული? რაზე ფიქრობ? იმ უსარგებლო ნაყოფზე ხომ არა?!

ყინულივით ხმის ტემბრმა ახლგაზრდა ქალის ფიქრის ძაფი გაწყვიტა, საღად ათვიცნობიერებდა, რომ მასთან წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ სრულებით დაუთო ბრძოლის ასპარეზი,- „წინ ორმოცი და წლისთავი გველის, მე რომელი ერთ შევძლო“ - სინანულით გააქნია თავი და  მცირედი პაუზის შემდეგ განაგრძო... სამწუხაროდ, ექიმის თანხა არ გვაქვს, ამიტომ ხვალ ექიმბაშთან ვართ დაბარებული და გაემზადე... მისი სიტყვა ხომ კანონი იყო, რომელსაც უყოყმანოდ უნდა დამორჩილებოდი, სწორედ ამის გამო მასთან შედავება უსაფუძვლო იყო. ნინოს გულზე ლოდივით დააწვა დედამთლის გადწყვეტილება, მაგრამ სად წასულიყო? ვისთვის ეთხოვა დახმარება?! ამ ქალის ხომ მთელ სოფელს ეშინოდა, ახლა თვითონაც გაუსაძლის შიშს შეეპყრო. იცოდა, რომ ტირანს ყოველთვის გაჰქონდა თავისი, მაშინაც კი, როდესაც მეუღლე ჰყავდა ცოცხალი, ახლა კი მის კლანჭებშია მოქცეული დამფრთხალი ჩიტივით და თავისუფლების წყურვილი ახრჩობს.... მისავათებული გავიდა ბავშვების ოთახში, მძინარე შვილებს მიუალერსა, მიესიყვარულა, ბალიშზე ფრთხილად დადო ფიქრისგან დამძიმებული თავი  და ცოტა ხნით ჩასთვლიმა კიდეც. განთიადზე ჯალათივით დაადგა დედამთილი და გამზადება სთხოვა, ისევ გაუახლდა დარდი და ნაღველი, კვნესით ასწია დაოსებული სხეული, უნიათოდ გაჰყვა მის გაკვალულ გზას. იქვე, ახლოს ცხოვრობდა ყასაბი - ასე ეძახდნენ ასაკიან შეუხედავ ქალს, რომელსაც შემთხვევით მიეგნო სამკურნალო მეთოდისთვის და ხალხს ამ გზით თავგზას ურევდა.

უსიტყვოდ შეაღეს გამეხებული ჭიშკარი, ჩვეული სიდინჯით მიესალმა ნინო ექიმბაშს, რომლის უდარდელი სახეც თვალში საცემი იყო, მაგრამ  ეს არ ანაღვლებდა - შესაწირი პირუტყვივით იდგა სიკვდილის მოლოდინში, პირველი ბრძანებაც უყოყმანოდ შეასრულა. გაყინულ ქვეშაგებზე მოთავსდა და დაელოდა განაჩენს. უნებურად შეავლო თვალი იარაღებს, რომელთაც ექიმბაშმა ცივი წყალი გადავლო და შეუდგა ოპერაციის სრულყოფას. რამოდენიმე წუთი ჯიჯგნიდა სხეულს სხვადასხვა საგნით, როცა საწადელს მიაღწია, სათანადო ჯამაგირი აიღო და სტუმრებს სახლის დატოვება სთხოვა, ახლგაზრდა ქალი კი გამურული ჭერის ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს იქ სურდა მიეკვლია ხსნისთვის.  აი, გაელვებასავით გამოჩნდა ნაცნობი სახე. ეს ხომ მისი გარდაცვლილი დედაა, ჩურჩლით ჩაესმა ყურში- „შენ მოგიკვდეს დედა“....

გული აუჩუყდა, თითქოს სურდა შეეთხოვა, წამიყვანე, მოაშორე ამ ჯალათებსო, მაგრამ გაუსაძილმა ტკივილმა აზრები დაუფანტა, კვნესით წამოდგა ფეხზე და ბარბაცით გაჰყვა დედამთილს უკან. გზადაგზა გრძნობდა, რომ სისხლად იღვრებოდა. წითელი ნაკვალევი, ურემზე შემომჯდარმა ბერიკაცმაც შეამჩნია და სინანულით გააქნია თავი, დიდი მოწიწებით შესთავაზა წაყვანა ავადმყოფს, მაგრამ დედამთილმა კატეგორიული უარით გაისტუმრა, ასე დაიცვა რძალი ცუდი ენებისგან...

როგორც იქნა, მიაღწიეს სახლამდე, ნინო ისეთი მოთენთილი იყო, რომ საწოლში ფოთოლივით ჩაესვენა. ვერც ბავშები მოისიყვარულა, ისე იბრუნა გვერდი კედლისკენ, მხოლოდ ჭიქა წყალი ითხოვა და ამის უფლებაც არ მისცა თვითკმაყოფილმა დედამთილმა. სამზარეულოდან წამოღებული სითხე შვილიშვილს, ფანჯრიდან გადაუღვარა.

თან საჯაროდ წარმოსთქვა: „ყველა საკუთარ თავს მოემსახუროს“- ეს ბოლო სიტყვები სიზმარივით ჩაესმა, შემდეგ გონება დაებინდა, შორეულ ჩრდილებში ნათლად ხედავდა, კარების ზღურბლზე თეთრებში შემოსილ დედას, როგორ მსუბუქად მიიწევდა მისკენ, ნაზად, სიყვარულით მოსწმინდა ცრემლები. ამით ანუგეშა, ფრთხილად დაუწვინა დაკარგული ჩვილი გულზე, ორივეს მზერით ტკბებოდა, ნინოს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ერთ მხარეს მონატრებული, მზრუნველი, სათნო დედა, მეორე მხარეს კი დაკარგული სიყვარულის ნაყოფი, თითქოს სამოთხეში იყო, სადაც ამდენი ტკივილის და განცდების შემდეგ განუსაზღვრელ ბედნიერებას განიცდიდა“,- წერს ნინო დოხტურიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება