სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი ხმა უკრაინელ ბავშვებს“ - ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბში „ანა ფრანკის დღიური“ განიხილეს
08-03-2022
-
+


დღეს უკრაინაში ომია და ბავშვები საქართველოდან, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აპროტესტებენ ამ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინასა თუ უკრაინელ თანატოლებს. ასეთი თანადგომის მაგალითია ყვარლის N2 საჯარო სკოლა, სადაც მკითხველთა კლუბში განიხილეს „ანა ფრანკის დღიური“, რომელიც სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში კვლავ აქტუალური გახდა. ეკა ავაზაშვილი etaloni.ge-ს საკუთარ ემოციებსა და განცდებს უზიარებს:

„ანა ფრანკის დღიური“ არის ისტორია, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებს მკითხველს, რომლის წაკითხვის დროსაც ომის შიშის თავზარი გეცემა ადამიანს და სისხლი გეყინება ძარღვებში. ომი, უდავოდ, საშინელებაა! შემაძრწუნებლად დაძრწის სიკვდილი სხვადასხვა მომაკვდინებელი იარაღის სახით და ანადგურებს ირგვლივ ყოველივეს... 17 ენაზეა თარგმნილი და მილიონობით ეგზემპლარი გამოცემული. მისი მიხედვით ფილმები და პიესები შეიქმნა, ნარკვევები დაიწერა. ეს წიგნი არ წარმოადგენს ცნობილი მწერლის ნაწარმოებს, მისი ავტორი 13 წლის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონაა, რომელიც გადმოსცემს ომის საშინელებას და საკუთარ ემოციებს, ფიქრებს, სურვილებს, ტანჯვას. ეს წიგნი არასოდეს კარგავს აქტუალობას და დღეს მით უმეტეს, როდესაც ომის წინაშე დგას უკრაინა და იმ განსაცდელსა და მდგომარეობაშია, როგორც ანა ფრანკი: ბომბების წვიმა, ტყვიების ზუზუნი, აფეთქებები, ნგრევა, ადამიანთა ულმობელი ხოცვა, დასახიჩრება, თავშესაფრების ძიება, გაქცევა, შიმშილი, სიცივე, უსახლკარობა, უწყლობა და შიში, ყოველწამიერი სიკვდილის მოლოდინის შიში! სწორედ ასეთი პარალელები გაავლეს ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა, მე-6 ბ)კლასის მოსწავლეებმა ანა ფრანკის ცხოვრებასა და უკრაინელი ბავშვების დღევანდელ ცხოვრებას შორის. თითქოს იგრძნეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს ის ტანჯვა, ოცნებები და გადარჩენის იმედი, რასაც ნაწარმოების გმირები განიცდიდნენ.

ყველასათვის ცნობილია, რომ ფაშისტებმა გაანადგურეს ექვსი მილიონი ებრაელი. 20 ქვეყნის მოქალაქე, მდიდრები და ღარიბები. ცნობილი თუ უცნობი ადამიანები. არავინ იცის რას ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ისინი. ექვსი მილიონი ადამიანის სახელით ეს პატარა გოგონა ლაპარაკობს. არც ბრძენი და არც პოეტი, არამედ ჩვეულებრივი მოზარდი გოგონა. ანას დღიური ნათელ წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ რას უნდა განიცდიდნენ დღეს მისი ასაკის უკრაინელი მოზარდები.

მკითხველთა კლუბის წევრების შეკრება და წიგნის განხილვა მით უფრო საინტერესო აღმოჩნდა, როდესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა. საინტერესო კომუნიკაცია შედგა მე-6 და მე-9 კლასელებს შორის.

დიდი მადლობა მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელს, პედაგოგ მზია ბაიდოშვილს ღვაწლიანი საქმისათვის და დღევანდელი დღისთვის, ახალგაზრდა თაობებისთვის წიგნის შეყვარებისთვის, რაც კიდეც აღნიშნა და თბილი სიტყვებით გამოხატა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლეილა ქოჩორაშვილმა“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება