სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაული მოაწყვეს
07-03-2022
-
+


გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3დ (პედაგოგი შორენა ნოდია) კლასში უჩვეულო და მხიარული განწყობა დილიდან სუფევდა. საკლასო ოთახში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა. 

ბავშვები იებით, ენძელებით, ნარცისებით ხელდამშვენებულნი მივიდნენ სკოლაში, რადგან ხელოვნების გაკვეთილზე გაზაფხულის დღესასწაული უნდა გაემართათ.

კლასი ორ ჯგუფად გაიყო და თითოეულმა შექმნა პოსტერი, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებას, დედის დღეს, 8 მარტს და საყვარელ ქალბატონებს მიუძღვნეს.

ასევე დაამზადეს მისალოცი ბარათები, გააკეთეს ჩანახატი -„გაზაფხულის სურათი“, წაიკითხეს ლექსები, უმღერეს დედებს, ბებიებს და ყველა ქალბატონს.

მათ სასურველი მასალით - ფერადი ფანქრებით, ფლომასტერებით საღებავებით, აპლიკაციით შექმნეს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც საყვარელ ქალბატონებს უსახსოვრეს.

ასევე გაკვეთილის ბოლოს პედაგოგმა, შორენა ნოდიამ საოცრად ამაღელვებელი და საყვარელი კლიპით მიულოცა გაზაფხულის შემობრძანება, დედის დღე და 8 მარტი მოსწავლეებსა და დედებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება