სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა
07-03-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა. 

სკოლაში 3 მარტს ღონისძიება მიეძღვნა, სადაც საპატიო სტუმრებად მოსწავლეების დედები იყვნენ მიწვეული. მოსწავლეებმა ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს, იმღერეს და თითოეულ დედას პერსონალურად მიმართეს და ასე აუხსნეს სიყვარული.

მოსწავლეებმა გულზე ქაღალდისგან გამოჭრილი გულები დაიბნიეს და დედებს ყვევილები მიართვეს. 

აღნიშნულ ღონისძიებას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

„მართლაც, რა ვართ ეს ქართველები, რაც ყველაზე ლამაზი და მშვენიერი გვაქვს გაზაფხულს, რომ დავუკავშირეთ. თუ გაზაფხულის დღეთა გამონათებას მივადევნებთ თვალს, ბევრი ბევრი ლამაზი დღესასწაული შეგვხვდება, მაგრამ განსაკუთრებულია დედათა დღე...   დედა, როგორც გაზაფხული - სიცოცხლის, მარადიულობის, ახალგაზრდობის, სისპეტაკისა და ყოველი მშვენიერების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ შეუკერა ქართველმა ხალხმა ამ დღესასწაულს სადედოფლო კაბა წელიწადის ამ დროს, დასვა სამეფო ტახტზე და გახადა „ხელიხელსაგოგმანები". ამ „ხელიხელსაგოგმანებელ" დღესასწაულს მიეძღვნა მოკრძალებული ღონისძიება სკოლაში.
დამსწრეებმა დადებითად შეაფასეს დღევანდელი დღე და უსურვეს მოსწავლეებს კიდევ უამრავი სადღესასწაულო დღეების მოწყობა.ბოლოს კი ყველას გაუგზავნეს დალოცვა: ,,საითაც წახვიდეთ და წამოხვიდეთ, ამ დაღლილი მზის მადლი და სხივები არ მოგკლებოდეთ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება