სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში ვიქტორინა - „საზრიანი გეოგრაფი“ ჩატარდა
07-03-2022
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო ვიქტორინები თუ აქტივობები ხშირად ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გეოგრაფიული ვიქტორინა სახელწოდებით - „საზრიანი გეოგრაფი“ ჩატარდა.

გეოგრაფიის პედაგოგმა, ნატო ესართიამ მოსწავლეებს ვიქტორინის წესები გააცნო. თამაშის დროს, მონაწილეებს სხვადასხვა გეოგრაფიული კითხვებისთვის ზეპირად უნდა ეპასუხათ. ერთი ჯგუფი - „სამხრეთ ამერიკას“, ხოლო მეორე გუნდი - „ჩრდილოეთ ამერიკას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინის ფარგლებში თითოეულმა გუნდა გაზეთი წარადგინა, რომლის საშუალებით თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინეს. ვიქტორინისთვის ასევე, შეირჩა კომპეტენტური ჟიური.

გამარჯვება ერგო იმ გუნდს, რომელმაც სწორად და სწრაფად უპასუხა დასმულ შეკითხვებს. მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს საკუთარი ცოდნა.

„ორივე გუნდი ძალიან მომზადებული იყო, თუმცა გამარჯვება ერგო „ჩრდილოეთ ამერიკელებს“, რომლის წევრები იყვნენ: ლევან შონია, გიორგი ძანძავა, გენადი ჯიტავა და სანდრო მამფორია. „სამხრეთ ამერიკელები იყვნენ“: ნია ფეტელავა, დალი ქვაჩახია, მარიამ ჩალიგავა, საბა მამფორია და იაკობ კუპრავა. მოსწავლეებს გადაეცათ ქების სიგელები. მადლობა თითოეულ მოსწავლეს და ჟიურის წევრებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება