სიახლეები
სკოლები

„აზარტი“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მორიგ საინტერესო ნოველას გვიზიარებს
04-03-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლა პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის ნოველას - „აზარტი“, გვიზიარებს. 

ნოველა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანსა და მის ოჯახზეა. მასში აღწერილია რა სიძნელეებთან და გამოწვევებთან გამკლავება უწევთ მსგავს ოჯახებს. 

ჩვენ უცვლელას გთავაზობთ ნინო დოხტურიშვილის ნოველას.

„აზარტი“

„პატარა ოთახის გაცრეცილი კედლები მოწყენილ იერსახეს ტოვებდა , დარდად და ნაღველად ილექებოდა  ბინადართა გულებში.  მოსახლეები ვერც კი  აღიქვამდნენ ამ დაბურულ კედლებში ცხოვრებას  – „ამბობენ  ყველაფერს  ეჩვევა ადამინიო“, მაგრამ ლილი ვერაფრით ეგუბოდა, საკუთარი სახლის ასე უმეცრად მიტოვებას და სხვის ჭერქვეშ შეკედლებას....

რატომ დედა? რატომ დავტოვეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა და წამოვედით? არც არაფერს მიხსნით, ვერც ვერაფრით ამართლებთ თქვენს მოქმედებას, რა ხდება გამაგებინეთ!

 ჩემო ლამაზო, ცოტა ხანიც მოითმინე და ყველაფერი დალაგდება ... დავუბრუნდებით  ჩვეულ ცხოვრებას...

 აბსურდია! რატომ მპირდები იმას, რისი  თავადაც არ გჯერა, შენ გგონია, რომ  შენი  ქმარი გამოსწორდება ?!

აქ ვეღარ მოითმინა ნათიამ და სახეში სილა უთავაზა მოწიწებით გაზრდილ შვილს, ისეთი სიმწრით გაიელვა გოგონას ლოყაზე დედის განრისხებულმა თითებმა, რომ ლილის  სიმწრისაგან ცრემლები გადმოსცვივდა  და მოცელილი კედელს მიენარცხა!

როგორ ბედავ შენს  მამაზე ასე საუბარს?

დიახ! შეცდომა დაუშვა , მაგრამ ამის გამო ხომ არ უნდა მოვკლათ?! ჩვენ ხომ მისი ოჯახი ვართ , უნდა დავეხმაროთ,  გვერდში დავუდგეთ,  ეს არის ერთობის სიამტკიბლობა, იცი შენ ეს თუ არა?!

გამუდმებით იცავ მას, ვერ ეგუები სიმართლეს, ეს  სილა  თუ უშველის  ჩვენს გაჭირვებას, მაშინ შეგიძლია კიდევ დამარტყა, არ მეტკინება! დაე, იყოს ისე, როგორც შენ გსურს ,მაგრამ გხსოვდეს, ყველანაირი რწმენა გამინადგურეთ  ....

ლილი გულგატეხილი შეიკეტა ოთახში.  ცრემლები, რომელიც ტკივილს ოდნავადაც არ აამებდა,  უწყვეტი დინებით მოედინებოდა  14 წლის გოგონას ღაწვებზე. ვერ მიმხვდარიყო მოულოდნელი  სისატიკის აზრს და მნიშვნელობას!  თვალები მილულა, ოდნავ მოსწყდა მწარე რეალობას და ცოტა ხანი სიმშიდე იგრძნო....  თუმცა მისი იდილია დიდ ხანს არ გაგრძელებულა... წამიერად დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას  უმეცარი შტრიხებით....

ისევ ყვირიან, ისევ კამათობენ, როგორ დავიღალე რომ იცოდე, ღმერთო? როგორ მინდა, რომ გაუცხოვებულ სამყაროში გავიღვიძო, იქ, სადაც მარტო მე ვიქნები, ჩემი სიხარულით, ბენიერებით, ტკივილითა და დარდით....რას ვერ იყოფენ ? რატომ ვერ ათვიცნობიერებენ, რომ შვილი ჰყავთ, ჩემს გამო  ხომ  შეიძლება შეწყვიტონ ეს გაუთავებელი კინკლაობა..... სწორედ ამ ფიქრებში იყო  გართული, რომ  ხელის დარტყმის ხმა გაიგო.... ამას მოჰყვა დედის უეცარი შეკივლება და შემდეგ გარინდული ტირილი, მე  მოვითმენ  უხამს საქციელს, დედის  შეურაცხყოფას კი არავის ვაპატიებ! ცეცხლმოკიდებულივით წამოხტა  ლოგინიდან და საშველად გაიქცა.....

ნათიამ იფიქრა, რომ ლილი ვერ გაიგებდა მის გოდებას, მაგრამ შეშფოთებული გოგონა თავზე ისე დაადგა , რომ ქალმა გააზრებაც ვერ მოასწრო....

დედა, მამამ დაგარტყა? როგორ გაბედა? როგორ?

ახლაც დაიცავი კიდევ , გაამართლე მისი უმსგავსო საქციელი. შენ რა გგონია მე ვერ ვხდები, რომ ცხოვრება მის გამო აგვერია?! სად წავიდა? გამაგებინე სად გაიქცა, იცოდე პასუხს ვაგებინებ!

გოგონა გულში იხუტებდა სიმწრით გულაჩუყებულ ქალს და თან მრისხანებას  ვერ უმკლავდებოდა...

იცი ახლა რას ვგრძობ? მხოლოდ  სიბრაზეს, თავს ძლივს ვიკავებ, რომ გაუაზრებელი შეცდომა არ დავუშვა!  აი, სადამდე მიიყვანა საკუთარმა სურვილებმა, უკონტროლო  აზარტმა. სახიფათო გახადა ადამიანი, რომელსაც  ერთ დროს ჭიანჭველაც კი ებრალებოდა , ახლა კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც არ ეპუება,  შენ გგონია იმას ებრალები ან ნანობს თავის საქციელს?! არა, დედა , არა! ჩვენ აბსოლიტურად უცხო ადამიანებად ვიქეცით მისთვის!

ამ სიტყვების წარმოთქმისას ლილის ეგონა დედა დატუქსავდა, მაგრამ შეცდა, ემოციებისგან დაღლილს ხმაც კი არ ამოუღია. საკუთარი შვილის მკლავებს მიკედლებულს მხოლოდ  შვილის ალერსი და ზრუნვა  სიამოვნებდა!

ის  ღამე დედა-შვილმა  ჩახუტებულებმა გაათენეს, მეორე დღეს კი ათასმა აზრმა გაუელვა  გონებაში,  ყველაფერი გამორიცხა, ქმრის პატიების გარდა, შეჯერდა იმ აზრზეც, რომ ცხოვრება ბრძოლისთვის ღირდა ..

გათენებას ორივე მშვიდი დასვენებული გონებით შეხვდა, რაც იმედიანი ცხოვრების მანიშნებელი იყო. საძინებლიდან ზანტად გამოვიდნენ და სამზარეულოსკენ აიღეს გეზი....

დედა სახეზე წყალს შევისხამ, იქნებ, გამოვფხიზლდე გუშინდელმა ემოციებმა  ბოლო მომიღეს!

კარგი მიდი მოწესრიგდი და მე გავამზადებ წასახემსებელს...

გოგონა მისვლაც კი ვერ მოასწრო სააბაზანოს კარებთნ, რომ ქალის განწირული კივილი შემოესმა...

ლილი, ახლა რა ვქნა, ლილი...?

რა ხდება დედა??

წერილი წაიკითხე... როგორ  ჩანს გუშინ ისე გათიშულებს გვეძინა, რომ როგორ მოვიდა და დატოვა ვერც კი გავიგეთ....

ცუდად არის საქმე ლილი....

წერილი სწრაფად გამოართვა გოგონამ და დაიწყო კითხვა:

ნათია, ვერ გავბედე პირადად მომეწერა და ასე გადავწყვიტე შენთან საუბარი, ჩემს თავზე ბრაზი მომდის უსუსრობის, გამოუვალი სიტუაციის გამო,.. ბედნიერი წლები, რომელიც ცხოვრებას სიყვარულით და ბედნიერებით მილამაზებდა, მხოლოდ მოგონებად დამრჩა, ახლა კი ათასი სიბილწე  მიტრიალებს გონებაში, სწორედ ამ  სიბინძურემ მიმიყვანა ასეთ უსახურობამდე, კლდის პირას ვდგევარ და მარტო ჩემი გადახტომით თავს რომ ვშველიდე, აუცილებლად გადავდგამდი ამ ნაბიჯს, მაგრამ არა ახლა თქვენც ჩაგითრიეთ ამ სიბინძურეში....

რომელ ერთზე მოგიხადო ბოდიში? იმაზე, რომ ჩემი ვალებით სახლ-კარი გაგიყიდე და ახლა ღია ცის ქვეშ ხარ, თუ იმაზე, რომ საკუთარი მშობლები გავაუბედურე მოვინელე, საუკეთესო მეგობრები მოვიმდურე, არავინ ნორმალურ გამარჯობასაც კი  არ მეუბნება, რა მონანიება უშველის ამას?!. რამდენჯერ მიცდია თავი ამერიდებინა აზარტული თამაშებისთვის, მაგრამ ეს დამოკიდებულება სენივით არის, შენში ცხოვრობს, გაცოცხლებს, გაკონტროლებს.... ნათია, ცუდად არის საქმე, გუშინ ღამე, ოოო, ღმერთო, როგორ გითხრა არც კი ვიცი, გუშინ ღამე კიდევ ვცადე ბედი გამარჯვების მიზნით, აზარტში შესულს ისე დაუფიქრებლად შევთავაზე ჩემი ოჯახი ამ დემონებს, რომ არც კი დავფიქრებულვარ... ბოლო ნათელი წერტილიც გავაქრე ჩემს ცხოვრებაში... წავაგე მე უგუნურმა, მაგრამ ახლა რამე ნივთი და საგანი კი არა, არამედ ოჯახი, სიყვარულით გამოზრდილი ოჯახი!  ღმერთო, გაიქეცი, გაიქეცი, ბავშვი წაიყვანე, გადამალე, გესმის? თორემ ....  უშველეთ თავს, გეხვეწები..... მე გადავიკარგები, ჩემი სილაჩრე სხვა გზას არ მიტოვებს...მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე  ამ სიბინძურეს გავუსწორო თვალი!

ლილის წერილი ბოლომდე აღარც წაუკითხავს, ისე დააგდო დაბლა.... დედას სტაცა ხელი და საჩქაროდ გამზადება უბრძანა....

ლილი, მოდი შენ წადი, ხომ იცი რა ხალხია, არ დაგვანებებენ თავს, მე რაც უნდა ის მიქნან, მაინც ცოცხალი მიცვალებული ვარ მამაშენის ხელში!

არა-მეთქი, არა, ჩაიცვი...

კარგი დედი!

გაოცდა გოგონა ასე მალე, რომ დაყაბულდა მშობელი...

საჩქაროდ  მოემზადნენ და გასვლას რომ აპირებდნენ, სწორედ მაშინ შემოესმათ კარებზე კაკუნის ხმა!

ლილი ადგილზე გაიყინა და შეშინებული შეხედა დედას!

არ გააღო...

მოვიდნენ ....

გოგონას ხვეწნის მიუხედავად, ნათია კარებს მიუახლოვდა და სანამ სახელურს ხელს მოკიდებდა, იქამდე სამართებელი დამალა აზღუდის არეში...

გაღებულ კარში სამი გაშმაგებული პირუტყვი შემოვარდა....

მშვიდობა აქაურობას, იმედია, გაგაფრთხილათ თქვენმა საყვარელმა მეუღლემ, რომ ჩემთან ერთად წამოსვლის ვალდებულება გაკისრიათ?! და სავარაუდოდ, იმასსაც დასძენდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არავითარი აზრი არ ააქვს!

 ბატონო??

ქალიშვილი სად არის? ძალიან კარგად გაიგე, რასაც გეუბნები. ანთებული  თვალებით წონიდა უცნობი მამაკაცი შეშინებულ ქალს, სწორედ ისე, როგორც ცხოველი ყნოსავს ხოლმე დაგეშილ სხეულს....

სად არის  შენი დახატული გოგო??

ჩემს გოგოს თუ ხელს მოჰკიდებთ,   სამართებლით ყელს გამოვიჭრი. ნათიამ თავისი სიტყვების დასტურად სახელდახელოდ იმარჯვა ავისმომასწავლებელი მსერავი.

მე წამიყვანეთ, ბავშვს თავის დაანებეთ...

ოოხ, აი, ეს მესმის... მაკვირვებს შენი ვაჟკაცობა, წესით ახლა შენი საყვარელი მეუღლე უნდა გიცავდეს, მაგრამ სად გააჩნია მაგდენი ზნეობა... ნეტავ, იცოდე, რამდენი ხანი ველოდი ამ  წამს, პატივცემული ოჯახის ქალბატონი როგორ იდგებოდა ჩემს წინ, შერცხვენილი და ნირდაკარგული. თუმცა ის, რაც ახლა შენ თავს ხდება, ყველაზე  სასტიკი დასასრულია, იმ ცხოვრების, რომლსაც წლების განმავლობაში ეთაყვანებოდი! თუ ათვითცნობიერებ, რომ ნივთივით გაგყიდეს შენ და შენი შვილი?! ამა ჰქვია თავზე ლაფის დასხმა...განადგურება....

ახლა შენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია, ამიტომ მოიქცევი ისე, როგორც გიბრძანებთ...  მომსახურებაში ფული გადახდილი გვაქვს!

ნათიამ უფრო მძაფრად შეათვალიერა კაცის შრამიანი სახე და მიხვდა რომ სადღაც ჰყავდა ნანახი...

მე შენ გიცნობ, შენ ჩემი მეზობელი იყავი...  ობოლი ბიჭი , მუდამ დახმარების ხელს გიწვდიდი, საკვებით და სამოსით გამარაგებდი, მე შენთვის არაფერი დამიშავაებია, სიკეთის გარდა, რატომ  მექცევი ასე?

ნათიამ მამაკაცს აცრემლებიული თვალები მიანათა, რომელიც სრულიად სუფთა და უმწეო იყო, თუმცა მის წინ ის უბრალო მაწანწალა ბავშვი კი არა, არამედ ბოროტება  იდგა, რომლისთვისაც ყოველგვარი ადამიანური თანაგრძნობა შეუცნობელი იყო....

შენ რომ თავის დროზე სწორი ნაბიჯი გადაგედგა და ამ „ნაგავს“ არ გაჰყოლოდი ცოლად, ახლა გასხვისებული და გაყიდული არ იქნებოდი. წავედით!

ბავშვს ხელი არ მოჰკიდო... იცოდე!

კარგი, ასე იყოს... ხომ ხედავ მაწანწალასაც გააჩნია ღირსებები... ეს ერთგვარი მადლობაა ბავშობაში გაწეული სიკეთისვთვის!

ამ დროს კი გოგონა გამოენთო მიმალული ადგილიდან არა, დედა, არ გინდა, არ წახვიდე, მოდი, გადავრეკოთ ახლობლებთან, მეგობრებთან იქნებ, გვიშველონ რამე, თუ არადა მეც შენთან მოვდივარ, გთხოვ.

 შენ სახლში რჩები...

დედის ხმა იმდენად შეუვალი იყო, რომ შვილმა წინაღმდეგობის გაწევა ვერც კი გაბედა...

დაუჯერე დედაშენს... უცნობმა მამაკაცა ეს სიტყვები ისეთი დარწმუნებით წარმოსთქვა, რომ რამის დამატება ზედმეტი იყო!

ეს დამშიდობება მთელი ცხოვრება დიდ ლაქასავით დარჩა ნათიას ცნობიერებაში, სამი დღის განმავლობაში დედა არც  ცოცხალი ჩანდა, არც მკვდარი, ლილი კი მომოუთმენლად ელოდა ერთადერთ ახლობელ ადამიანს. ყოველ  წუთს კარისკენ ჰქონდა მიპყრობილი თვალი...

რამდენიმე დღის შემდეგ კი ქალის ჩრდილი დაინახა კართან. მივარდა, დაკოცნა ჩაიხუტა. მომხვდური გაქვავებული იდგა და ადგილიდან არ იძვროდა... გაუსაძლისი მდუმარება ამ დღიდან დაიწყო და დიდი ხანი გასტანა. მიშტერებული შესცქეროდა კედლის ერთ წერტილს და ნათელი იყო, რომ  განცდილი მტკივნეულად ვლინდებოდა მის გონებაში...

თითქმის ნახევარი წელი დედის დარდიან და ნაღვლიან მზერას უმზერდა ლილი, თითქოს ეს თვალები მეტყველებდა მის წარსულ მოგონებებზე.  გოგონა  ცრემლად იღვრებოდა, ენატრებოდა დედის გაბადრული თვალები, საოცრად ლამაზი ღიმილი,  ეს ხომ ის ბედნიერება იყო, რომელიც აღარასოდეს მიეკარებოდა ტკივილით დაღარულ გულს!

თვეების  განმავლობაში დედის გაუსაძლისმა ნაღველმა თავისი ქნა, ცოცხლად შეჭამა ანგელოზივით ქალი,  გაანადგურა ... ასი წლის მოხუცს დაამსგავსა... ერთ დღესაც დახუჭა თვალები და ვეეღარ გაახილა, ვერ გაუძლო იმ  შეურაცხყოფას, რომელსაც მისი ზნეობა და პატიოსნება არ იმსახურებდა... დედამ დაისვენა იმ სიბინძურისაგან, რომელიც დაუმსახურებლად განიცადა, მამაჩემის გაუაზრებელი საქციელის გამო....

ნათია განისვენებდა სიცოცხლეზე მშვიდად და ჭეშარიტად, რაც მიამებდა მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. ის იყო საამაყო ქალი და დედა, რომელმაც ბოლომდე უერთგულა საკუთარ მრწამს, თუმცა მისი თავდადება არ იყო საკმარისი ოჯახური სიამტკილობისთვის!

ლილიმ ბევრი იგლოვა, მაგრამ ცხოვრების ფერხურში მაინც ჩაება, უმნიშნელოდ... უგულოდ... მაგრამ მაინც საკუთარი ოჯახის პატივცემულ სახელზე ფიქრობდა... დედის თხოვნა იყო უნივერსიტეტში ჩაებარებინა და ესაც ღირსეულად შეასრულა სამაგალითო შვილმა... ყველა ოცნება აუხდინა გარდაცვლილ მშობლებს. სასწავლებელში მხოლოდ ერთი მეგობარი გოგონა მიუხვდა  განცდებს და დაუახლოვდა, საუკეთესო მესაიდმუმლე  გახდა... ლილი ხშირად სტუმრობდა მის ოჯახს, საუბრობდნენ, მეცადინეობდნენ,  განიხილავდნენ მომავალს.. ამასობაში, ოჯახის დიასახლისიც ფეხაკრეფით შევიდოდა გოგონების ოთახში, ღვეზელით და ცხელცხელი ჩაით გაუმასპინძლდებოდა, ქალბატონი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ნათიას... ამიტომ, ლილი სრულ ჰარმონიას გრძნობდა მეგობრის ოჯახში!

ერთხელაც ასეთ სტუმრობის დროს გოგონამ სიტყვას მოაყოლა...

დღეს ახლობლები ჩამომდიან საზღვარგარეთიდან ...

მერე რატომ არ მითხარი? აქ რომ დავეყუდე და გასაქანს არ გაძლევ?

უი, აგერ ზარმაც დარეკა კარზე ...ნუ იდარდებ მაგაზე, დედაჩემმა წინა დღეს ყველაფერი მოამზადა...

ეს თქვა და გაეშურა შესახვედრად...

ლილი სასწრაფოდ მოემზადა, რომ მალე დაეღწია თავი ახალ ნაცნობობას, უხერხულად გრძნობდა თავს.

სტუმარის ხმის ტემბრმა კი ყველა გრძნობა გაუფანტა, ადგილზე გააქვავა, გაყინა თითქოს ცივი წყალი გადაასხეს თავზე. ფეხაკრეფით გამოვიდა ოთახიდან. შეხედა უცნობს და მაშინვე მიხვდა მის ვინაობას, კანკალმა აიტანა თავს ვეღარ უწევდა კონტროლს!  

მამა?!

ლილი!

ელეგანტურად გამოწყობილი  მამაკაცი თავის მოსიყვარულე ცოლ-შვილთან ერთად სტუმრობდა ახლობლებს. გოგონას იქვე სურდა გამოეტანა მისთვის განაჩენი იმ ტკვილისა და ტრაგედიის გამო, რაც შეგნებულად დაატეხა ოჯახს. ცრემლიანი თვალებით მიუახლოვდა,  სწორედ ის სილა გააწნა, რომელიც უგულოდ უთავაზა ძალ-ღონე გამოლეულ დედას .

მე შენ კაცი მეგონე!  მე მეგონა თავი მოიკალი შენი სირცვხილის გამო, მაგრამ არა შენნაირ ეგოისტ ადამიანს როგორ შეეძლო გადაედგა ეს ნაბიჯი, იცი დედა აღარ არის! დაიღუპა შენი სილაჩრის გამო, გახსოვს საერთოდ ნათია? შენი ოფიციალური ცოლი, გახსოვს ქალი, რომელიც მათხოვრად აქციე?! შენ  გამინდაგურე ბავშვობა, შენ გამანადგურე შენი სიბინძურით....როგორ ცხოვრობ საერთოდ? როგორ არსებობ ამხელა ცოდვით? ლილი კარებში ცეცხლმოკიდებულივით გამოვარდა, უცებ გეზი საფლავისკენ აიღო. უკანმოუხედავად მოიტოვა უკან გზები, ქუჩები, სახლები, ეზოები, სკვერები და როგორც იქნა, მიაღწია საფლავის მოხატულ, დედის  გადიდებულ ფოტოსთან. კოცნით და ალერსით იშუშებდა მონატრებას...

ის არ ყოფილა შენი ღირსი დედა, რისთვის უერთგულე ბოლო წუთამდე? რატომ შესწირე თავი იმ არაკაცს!!

დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა ნათიას ლამაზ და ნათელ თვალებს, ამით დარდს იქარვებდა მარტოდ დარჩენილი ობოლი... მერე ზლაზვნით გამოემართა სახლისკენ, სხეული ფოთლივით მიასვენა ქვეშაგებზე და შვება იგრძნო...

გამთენიისას ლილის მეგობარმა დაურეკა, მორიდებით მოიკითხა. აუხნსა გოგონას, რომ  მამამისის მეორე ოჯახმა არც კი იცოდა, რომ კაცი წარსულშიც კანონიერ ქორწინებაში იყო! ისიც გამოირკვა, რომ მას თამაშისათვის თავი არ დაუნებებია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მისი მეორე მეუღლე შეძლებული ქალბატონი გახლავთ, ისე ყვლეფდა, რომ მისთვის შეუმჩნეველი იყო! თუმცა თვითმყოფადობამ დიდი ხანი არ გასტანა. სიმართლის გამომჟღავნების შემდე ის ყოველგვარი თანხის გარეშე დარჩა, ეული და მარტო !

გოგონამ ამით შვება ვერ იგრძნო, მხოლოდ და მხოლოდ ტკივილი უღრნიდა გულს!

 ზამთრის სუსხიან ღამეს ლილი ფანჯრიდან მისჩერებოდა გადაწმენდილ ცას და ისევ იმ  საოჯახო გარემოზე ფიქრობდა რომელიც დედასთან ასოცირდებოდა... უეცრად ქუჩიდან უცნობი ქალის კივილი შემოესმა - „დამეხმარეთ, მამაკაცია ცუდად, სასწარაფოს გამოუძახეთ“.

გოგონამ ჩამოირბინა კიბეები და ხმაურის მიმართულებით აიღო გეზი, ადგილზე მისულს კი უმწეოდ დავრდომილი მამის სხეული დახვდა. უმალ გამობრუნება განიზრახა ,თუმცა მაინც სიბრალული იგრძნო საკუთარი მშობლის მიმართ, მიუახლოვდა, ხელი მოჰკიდა ხელზე და მშვიდი ხმით ჰკითხა.

როგორ ხარ? - პასუხად დუმილი მიიღო.... ახლა მოვა სასწრაფო და კარგად იქნები, არ შეგეშინდეს...გოგონა ამ სიტყვების წარმოთქმისას თვალებში ვერც კი უმზერდა საკუთარ მამას. თითქოს გაქვავდა, გაიყინა, ყოველგვარი თანაგრძნობა მისთვის უცხო იყო!

კაცმა იგრძნო ეს, ბოლო ძალები მოიკრიბა და გოგონა სახელოთი თავისკენ მიიზიდა, მერე მისუსტებული ხმით უჩურჩლა - მოვდიოდი შენთან რომ მეთქვა!

- რა გინდოდა რომ გეთქვა, რა?

- თუ შეგიძლია

 მაპატიე!

 მაპატიე!

მაპატიე!

ლილის ცრემლი ჩამოუგორდა მამის გაყინულ სახეზე! სინანული კი გულს მაინც არ ეკარებოდა“,- წერს ნინო დოხტურიშვილი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რომელი ქვეყნები აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს - იხილეთ ჩამონათვალი
სკოლის დირექტორებს დამატებითი უფლებები მიენიჭებათ - კანონპროექტი
მასწავლებელთა პრემიაზე განაცხადების მიღების ვადები და დეტალები
კვალიფიკაციები, რომელსაც ყველა მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს
პედაგოგ ლადო აფხაზავას საქმეზე პროკურატურამ ბრალი მეზობელს წარუდგინა - საქმის დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მე-10 კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა
აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის
კლუბის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება
„მადლიერების გამოხატვა ადამიანთა განსაკუთრებული თვისებაა და ამასთანავე აუცილებელიც“ 
საინტერესო
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
სიახლეები
საზოგადოება