ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში, აჭარის რეგიონულ შეჯიბრში უდიდეს წარმატებს მიაღწიეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში აჭარის რეგიონულ შეჯიბრში უდიდეს წარმატებს მიაღწიეს.მოსწავლეებმა შემდეგი საპრიზო ადგილები მოიპოვეს: 2 პირველი, 4 მეორე და 1 მესამე.
მთელი სკოლა და სკოლის დირექტორი ევგენი სურმანიძე ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.
„ვამაყობ ჩემი სკოლის მოსწავლეთა წარმატებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ ასახელეს ჩემი სკოლა, ვულოცავ“,- წერს დირექტორი ევგენი სურმანიძე.
იხილეთ ფოტოები: