სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მზია დვალიძე ზნეობის მრწამსი გახლავთ“-ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს ემოციურ წერილს უძღვნიან
03-03-2022
-
+


სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში არაერთი ღვაწლმოსილი პედაგოგი ასწავლის, რომელთა შრომის შედეგად არაერთი ღირსეული თაობა აღიზარდა. ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი კი დაწყებითი კლასების დამრიგებელი მზია დვალიძე გახლავთ.

მზია დვალიძე ბოლნისში ერთ-ერთი თვალსაჩინო პედაგოგია და სწორედ მისი ამაგის შესახებ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო დოხტურიშვილმა მეტად ემოციური წერილი დაწერა, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ:

„მერცხლის ბუდეში მჯდომი ბარტყებივით ფრენას რომ ასწავლის, გზას რომ ულოცავს და დედაშვილურ ალერსს რომ უძღვნის თავის პატარა ანგელოზებს, ვინ არის ეს თუ არა დაწყებითი კლასის პედაგოგი.. ისეთ სიყვარულს და სიხარულს ქადაგებს მოსწავლეებში, რომელთაც პატარები დროთა განმავლობაში ითვისებენ, სისხლით და ხორცით აღიქვამენ... თითოეული დეტალი, რომელიც პატარების ცნობიერებაში მრწამსივით ილექება, გადადის პატივისცემაში; ეს არის ამ დიდი ზრუნვის შედეგი, რასაც იმედი და ნდობა ჰქვია, ხოლო ამ  ზნეობის მრწამსი გახლავთ მზია დვალიძე... ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის Iბ კლასის პედაგოგი და ჩემი შვილის დამრიგებელი. საოცრად თბილი ადამიანი, მზრუნველი, გვერდში მდგომი და საკუთარი საქმის პროფესიონალი... მისი მიზანი არ არის მხოლოდ იმ საგნების შესწავლა, რომელიც გათვლილია ამ პატარებზე; ის ყოველთვის ქადაგებს დიდ ადამიანურ ზნეობრივ პრინციპებზე და ამით ბავშვებს ცნობიერებაში მეტ მამულიშვილობას, ქართველობას, უნერგავს... მზია მასწავლებელი, ბოლნისში გახლავთ ერთ-ერთ წარჩინებული პედაგოგი. სწორედ ასეთი პრინციპები და პიროვნული ღირებულებები სძენს მას განსაკუთრებულ იერს... პირველი კლასელი მერცხლები კი დღევანდელი დღეს, მათი დამრიგებლის ორგანიზებით, დიდ სიყვარულს უძღვნიან მშობელ დედას, ამით აგრძნობინებენ იმ ენით გამოუთქმელ ბედნიერებას, რომელსაც დედაშვილობა ჰქვია! გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას!“, - წერს ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება