სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არ გვინდა ომი!“-საბირქენდის N1 საჯარო სკოლის სოლიდარობა უკრაინას
02-03-2022
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლას ტრადიციად აქვს ქცეული, რომ გაზაფხულის მნიშვნელოვანი თარიღი, დედის დღე აღნიშნოს, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო წელს ასე არ მოხდა. მოსწავლეებმა და პედაგოგმა სოლიდარობის ნიშნად აღნიშვნისგან თავი შეიკავეს და უკრაინას ამ მძიმე პერიოდში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, სალომე ქირიამ აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით ინფორმაცია გაავრცელა.

„ყოველ წელს ტრადიციად გვაქვს დედის დღის აღნიშვნა, სადაც დედებს ვახვედრებთ სხვადასხვა სიურპრიზს, რომ რაღაცნაირად ის ერთი დღე განსაკუთრებულად გამოხატონ პატივისცემა. წელს, უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ეს ღონისძიება გავაუქმეთ. მართალი გითხრათ თავიდანვე ვკითხე რჩევა, მინდოდა ინიციატივა მათგან წამოსულიყო და ასეც მოხდა, აღნიშნეს რომ ეს არ იქნებოდა სწორი და მადლობა მათ ამ გადაწყვეტილებისთვის, ზოგმა დედის დღის მაისურით გამოხატა რეაქცია, ზოგმა უკრაინის დროშის ფერებით, ბუშტებით, ვის რა შეგვეძლო ის გავაკეთეთ.. არ გვინდა ომი, რადგან ომში გამარჯვებული მხარე არ არსებობს მშვიდობა უკრაინას, არა ომს“, - წერს პედაგოგი სალომე ქირია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება