ბათუმის N3 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
02-03-2022
დაკოპირებულია
-
+
ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად მოსწავლეებმა - მიხეილ ირემაძემ, თამარ პატარიძემ და ლუკა ნაჭყებიამ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.