სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შენი ცა და მიწის კიდე, არ დაუთმო ვინმეს რიდით“ - აფხაზეთის N14 სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა
01-03-2022
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში 21-25 თებერვალს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კვირეული სახელწოდებით - „შენი ცა და მიწის კიდე, არ დაუთმო ვინმეს რიდით“ ჩატარდა.

21 თებერვალს ისტორიის პედაგოგებმა -  ეშა თაკალანძემ და მაყვალა მეფორიამ ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ბავშვებს 1921 წლის 25 თებერვალზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს; აღნიშნული მიზანად მოსწავლეთა თვითშეგნების ამაღლებას ისახავდა. მიღებულმა ინფორმაციამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც შემდეგ დისკუსია მოჰყვა - მასწავლებლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს;

22 თებერვალს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის იამზე ესართიას ხელმძღვანელობით მე-10 კლასის მოსწავლეებმა გაამზადეს კედლის გაზეთი სათაურით - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“, რომელიც თვალსაჩინო ადგილას განათავსეს. ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვენერა (ნანი) ესართიას ხელმძღვანელობით მე-8 მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები თემით - „არა ოკუპაციას“;

23 თებერვალს დირექტორის მოადგილის, რუსუდან შონიას ხელმძღვანელობით მოეწყო ვიდეო ფილმის ჩვენება - „დღე, რომელიც მუდამ გახსოვდეთ“;

24 თებერვალს კი დისკუსია თემაზე - „თოვდა ზამთრის ბაღებს“გაიმართა, სადაც ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიან ისტორიაზე;

25 თებერვალს კი მოეწყო ლიტერატურული საღამო - „მაგრამ სამშობლო ისაა მხოლოდ, რაც უსიკვდილოდ არ დაითმობა“.

„25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებული უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო დროშები და შესაბამისად ჩვენმა სკოლამაც დაუშვა დროშა. სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს მასზე, რომ მათ გააცოცხლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირულთა სულები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება