სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

„თანადგომა უკრაინელ მასწავლებლებსა და სტუდენტებს“ - განათლების სფეროს წარმომადგენლები უკრაინელებისთვის ერთიანდებიან
03-03-2022
-
+


„ვგმობთ რუსეთის საომარ ქმედებებს“ - განათლების ინტერნაციონალისა და ევროპის განათლების პროფკავშირები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

მშვიდობისა და დიპლომატიის გლობალური მოთხოვნის უგულებელყოფით, რუსეთმა გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყო უკრაინაში. განათლების ინტერნაციონალი სრულ (Education International) თანადგომას უცხადებს უკრაინელ მასწავლებლებს, სტუდენტებს, ხალხს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთოს ყველაფერი სისხლისღვრის შესაჩერებლად, რათა თავიდან აიცილოს კატასტროფული, ჰუმანიტარული კრიზისი ევროპაში.

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მიუღებელია. პედაგოგები მთელ მსოფლიოში დგანან უკრაინელ ჩვენს კოლეგებთან, სტუდენტებთან და გმობენ შეჭრას. 2014 წლიდან კონფლიქტს უკვე 14 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი დაიჭრა და 1,5 მილიონი ადამიანი გადა დევნილი. ძალადობა უნდა შეწყდეს. საერთაშორისო საზოგადოება უნდა დადგეს ერთად ამ აგრესიის წინაღმდეგ და მხარი დაუჭიროს უკრაინის უფლებას აირჩიოს თავისი მომავალი“, - განაცხადა დევიდ ედვარდსმა, განათლების საერთაშორისო გენერალურმა მდივანმა.

ევროპის რეგიონის განათლების დარგის საერთაშორისო პროფკავშირების (ETUCE) დირექტორი სუზან ფლოკენი აცხადებს: „ევროპის რეგიონის პედაგოგები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მათი პროფკავშირები შოკირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო ჩარევით უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში. ETUCE გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას და ღრმა სოლიდარობას კოლეგებთან, მასწავლებლებთან, აკადემიკოსებსა და სტუდენტებთან და უკრაინელი ხალხის მიმართ. მილიონობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია. ომი და შემოსევა არასოდეს არ უნდა მოხდეს თანამედროვე საზოგადოებებში, სადაც ადამიანები სიტყვებს იყენებენ და არა იარაღს, რათა მიაღწიონ შედეგებს. შეჭრა უნდა შეწყდეს“.

ჩვენ ვაწარმოებთ კომუნიკაციას წევრ ორგანიზაციებთან რუსეთსა და უკრაინაში, სადაც ხაზს ვუსვამთ დიალოგის მნიშვნელობას, განათლებასა და მშვიდობას, ღირებულებების შენარჩუნებას.

ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას ჩვენი წევრი ორგანიზაციების მიმართ უკრაინაში - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფკავშირი (TUESWU) და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირი (VPONU).

უკრაინის განათლების პროფკავშირის TUESWU ხელმძღვანელმა თავის განცხადებაში, რომელიც წარმოადგენს 1,4 მილიონ განათლების მუშაკს უკრაინაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამ აგრესიულ ქმედებებს ექნება კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკას. მილიონობით სამუშაო ადგილის განადგურებას, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების, სოციალური სერვისების და ეკონომიკის ჩამოშლას და სიღარიბეს გამოიწვევს. სოციალური კეთილდღეობა და მშრომელთა უფლებების პატივისცემა აღარ იქნება დღის წესრიგში”.

რუსეთის შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, რაც გამოიწვევს ადამიანის ტრაგიკულ დაღუპვას და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ამ ქმედებას შორსმიმავალი ნეგატიური შედეგებს მოიტანს.

უკრაინელ ხალხს აქვს უფლება, ჰქონდეს მომავალი ძალადობისა და ომის გარეშე. მათ აქვთ სუვერენული უფლება, დემოკრატიულად გადაწყვიტონ თავიანთი, როგორც ერის მომავალი. მსოფლიო უნდა დადგეს მათ გვერდით და გააორმაგოს ძალისხმევა ქვეყანაში და კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

დადგა დრო რეგიონის სერიოზული პრობლემების მოგვარებისა, რომელიც ეფუძნება მშვიდობის დამყარებას და არა ომსა და ნგრევას“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება