სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„პედაგოგის პროფესიით ახალგაზრდები ინტერესდებიან და სკოლებში მოტივირებულები და მომზადებულები შემოდიან“- კიროვაკანის საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის დირექტორ პეტროს აკოპიანს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- პროფესიულ არჩევანს დღევანდელი ახალგაზრდობა საკმაოდ გააზრებულად აკეთებს, ვინაიდან მათ კარგად შეუძლიათ გარკვევა საკუთარ ინტერესებსა და ცხოვრებისეულ მოთხოვნებს შორის. ვფიქრობ, პედაგოგის პროფესია არის ის სფერო, რომლითაც ახალგაზრდები ინტერესდებიან და შემოდიან სკოლებში, საკმაოდ მოტივირებულები და მომზადებულები. მათ მოსწონთ განათლების სისტემაში არსებული სიახლეები, გამოწვევები და ფინანსური მხარე. 

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- რა თქმა უნდა, განათლების სისტემაში ზოგიერთი პროფილის კადრების დეფიციტი არსებობს, თუმცა მჯერა დროთა განმავლობაში პრობლემა თანდათანობით მოგვარდება.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, პედაგოგებმა უნდა დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია. ეს არის საშუალება, მათი პროფესიული განვითარების და ფინანსური უზრუნველყოფისა. შესაძლოა, სრულფასოვნად ვერ ხერხდება გამოცდებით მასწავლებლის უნარების შემოწმება, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გზა მათი შესაძლებლობების გამოვლენისა და პროფესიაში ადგილის დამკვიდრებისა.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ ზოგადად?

- არსებულ კოვიდ-სიტუაციაში დისტანციური სწავლება არის საკმაოდ ეფექტური საშუალება, მაგრამ მე ვფიქრობ და მჯერა, რომ გაკვეთილი არის ცოცხალი პროცესი და ეს უნდა ხდებოდეს საკლასო სივრცეში. გარდა საგნობრივი ცოდნისა, სასკოლო გარემო ბავშვებს უვითარებს მრავალ უნარს და აუცილებელია სწავლება მიმდინარეობდეს საკლასო ოთახებში, გარდა გამონაკლის შემთხვევებისა.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- პენდემია იყო დიდი გამოწვევა თვითოეული ჩვენგანისთვის, შეძლებისდაგვარად, შევძელით ამ გამოწვევასთან გამკლავება. პანდემიის პირობებში გატარებულმა დრომ მასწავლა, ვიყო მზად გამოწვევების წინაშე, შევძლო პრობლემების დაძლევა, მივხვდი დროისა და ჯანმრთელობის ფასს, მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი როგორც მოსწავლეების, ასევე კოლეგების მიმართ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება