სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სკოლის ადმინისტრაციაში პროფესიონალი კადრის დეფიციტია, რადგან ანაზღაურება დაბალია“ - ცისანა ობოლაძე, ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი
22-02-2022
-
+


განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წამყვანი სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორ ცისანა ობოლაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- საშუალოდ მიმზიდველია, რადგან, ერთის მხრივ, სკოლაში არსებული მშვიდი, თავისუფალი გარემო, მასწავლებლის მაღალი ანაზღაურება და ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი იმის გარანტია, რომ მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადია.

მეორე მხრივ, მასწავლებლის დიდი პასუხისმგებლობა მოსწავლისა და მშობლის წინაშე (თამაშით ან სკოლის გარეთ სწავლებას ზოგი მშობელი ჯერ კიდევ არასრულფასოვან სწავლებად მიიჩნევს), კომპიუტერული ტექნოლოგიების, ინტერნეტის  სრული და მუდმივი გამართულობის აუცილებლობა, სასწავლო რესურსის მომზადება, საკუთარ თავზე მუშაობა და სხვა, საკმაოდ დიდ დროს, ენერგიასა და ხარჯს მოითხოვს. შესაბამისად, მთლად მიმზიდველიც ვერ იქნება.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- საკმაო დეფიციტია ადმინისტრაციული პროფესიონალი კადრების, განსაკუთრებით მთის სოფლებში, რადგან ანაზღაურება დაბალია. რაც შეეხება პედაგოგიურ კადრებს, ვფიქრობ, ხანდაზმულებისა და ახლების კომპეტენციები აბალანსებს ერთმანეთს („ძველები“ თეორიულ  მასალაში აოსტატებენ „ახლებს“, ახალგაზრდები კი ენერგიულები არიან და თანამედროვე მეთოდებს უზიარებენ ხანდაზმულებს).

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- მიმაჩნია, რომ მასწავლებელს უნდა შეეძლოს თავისი ხელფასის დამოუკიდებლად გამოანგარიშება, მოსწავლის ჩარიცხვის წესზე მშობლისთვის პასუხის გაცემა და ე.წ. სასკოლო კანონმდებლობის გააზრება. პროფესიულ უნარებზე მით უფრო, ამიტომ, გამოცდებიც მიზანშეწონილად მიმაჩნია.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- მიმაჩნია, რომ ონლაინ ჩართვები მასწავლებელმაც და მოსწავლემაც დაარეგულირა. თუ საზღვარგარეთ ქვეყნებიდან ნათესავებს კარგად ჩავერთვებით და საათობით ვსაუბრობთ, გაკვეთილზე რატომ არ უნდა იყოს იგივე ხარისხი? აქ, ვფიქრობ, მასწავლებლის ოსტატობის დეფიციტის გამო კნინდება დისტანციური სწავლების ხარისხი, თორემ, თუ მასწავლებელი ერთ დღეს დაავალებს რამდენიმე ვიდეორესურსის მოძიებას და მეორე დღეს გამართავს თითოეულზე დისკუსიას, რატომ არ იქნება საინტერესო? მაგრამ, აქ მასწავლებელმა თავად უნდა იცოდეს თითოეულის შინაარსი და ადებატოს მოსწავლეები.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- საკუთარ და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი მონიტორინგის აუცილებლობა, შესაბამისად,  ე.წ. შიდა ვებინარების დაგეგმვა და წარმართვა, რაც სკოლის კულტურის ნაწილად უნდა ვაქციო, რათა პედაგოგთა მიერ სხვადასხვა ჯგუფებში მიღებული გამოცდილება სრულად გაზიარდეს, რაც არის სკოლის განვითარების გარანტი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება