| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. სკოლაში ამჟამად პროექტი ,,გარემოს დაცვა“ მიმდინარეობს.
პროექტის სათაურია „გაიგე ბუნების ხმა“, მას ია ბერაძე ხელმძღვანელობს, გუნდი კი სკოლის მასწავლებლებისგანაა დაკომპლექტებული. პროექტი 7 თვის ვადაში განხორციელდება.
„ჩვენი პროექტის საშუალებით, მოსწავლე აუცილებლად გააცნობიერებს პირად მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ. გაიაზრებს მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. პროექტის განხორციელება იქნება ერთი პატარა ნაბიჯი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების თვალსაზრისით. ბავშვები მიეჩვევიან გარემოზე ზრუნვასა და დაიცავენ ბუნებას დაბინძურებისაგან”, - აღნიშნავენ პროქტის ხელმძღვანელი მასწავლებლები.
მათ ასევე გაწერილი აქვთ სამოქმედო გეგმა. პროექტის მონაწილეებმა დაამზადეს პოსტერები და კედლის გაზეთი. კლასების მიხედვით, ბავშვებმა გააკეთეს ბუკლეტები შემდეგი თემატიკით: შევინარჩუნოთ სუთა გარემო; გადაარჩინე ბუნება და ის გადაგარჩენს შენ; ერთად მოვუაროთ გარესამყაროს; გარემო ჩვენი მეორე სახლია და ნუ დაანაგვიანებ მას;
განსაკუთრებული ინტერესით და ხალისით ბავშვებმა „ნარჩენების ხელოვნების“ შექმნაზე იმუშავეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ