სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნაეკი“ ხვალ, გამოცდას ჩაატარებს - დაგვიანების შემთხვევაში ტესტირებაზე აღარ დაიშვებით
09-02-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ტესტირება 10 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. გამოსაცდელი საგამოცდო ცენტრში (მისამართი: მინდელის ქუჩა N9) რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. 
 
გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში ტესტირებაზე აღარ დაიშვებით! 
 
ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. მოხდება თერმოსკრინინგის გავლა, ხელების დამუშავება, შესაბამისი დისტანციის დაცვა -  ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით. 
 
გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და პირბადე, რომელიც უნდა ეკეთესო მუდმივად. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მათ უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით. გამოსაცდელს შეუძლია, შავი სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენოს ტესტის ბუკლეტი, რომელიც შემდეგ რჩება საგამოცდო სექტორში. ტესტის ბუკლეტი აპლიკანტის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
 
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. მისი წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას. 
 
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. 
 
შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელსაც გამოცდის დღეს ცენტრის თანამშრომელი გადასცემს მონაწილეს.
 
ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელს უფლება აქვს თან იქონიოს:
  • წყალი (პლასტმასის ბოთლით);
  • პირადი ჰიგიენის ნივთები;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები, ცენტრის თანხმობით.
გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს შეუძლია ცენტრს მომართოს საპრეტენზიო განაცხადით. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება გამოცდის დღის 20:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება