სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი“ - ჯანდაცვის მინისტრი „ომიკრონზე“
26-01-2022
-
+


ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას სახლის პირობებში მკურნალობის წესებს გააცნობს. ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ სეზონურ გრიპად გადაიქცევა.

„ვაპირებთ სარეკლამო, საკომუნიკაციო კამპანია გავაკეთოთ, თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში „ომიკრონის“ დროს. როგორც ვხედავთ და სხვა ქვეყნის გამოცდილებამაც აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი. ის ასეთ გრიპად გადაიქცევა. მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა სახლის პირობებში იმკურნალონ და მივცეთ მათ სწორი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში. ხოლო იმ კატეგორიას, რომელიც არის ქრონიკული დაავადებებით ან მაღალი რისკის ჯგუფში, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი ბინაზე მკურნალობა, იქაც მაქსიმალურ კონსულტაციას გავუწევთ.

რაც შეეხება ოჯახის ექიმების ოდენობას, ბოლო ერთ კვირაში დავამატეთ დიდი ოდენობა ოჯახის ექიმებისა, რათა კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიონ მოქალაქეებს. ასევე, ქოლცენტრის ოპერატორები დავამატეთ და ამაში სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო კურსის სტუდენტები და რეზიდენტები გვეხმარებიან“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება