სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„ვფიქრობთ, რომ ბოლომდე შევძლებთ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში შენარჩუნებას“ - სკოლის დირექტორები
17-01-2022
-
+


საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატებული რაოდენობის მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვეტილება არ შეცვალა. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები სრულად არიან აღჭურვილნი ყველანარი სადეზინფექციო და სანიტარული საშუალებებით, ხოლო წინა პრაქტიკამ აჩვენა, რომ კოვიდსიტუაციებსაც წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში ეფექტურად მართავენ.

რა ფრომით განაახლეს სასწავლო პროცესი სკოლებმა, როგორია მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი და რა მოლოდინი აქვს მეორე სემესტრში, Etaloni.ge ამ საკითხებთან დაკავშირებით სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

ნანული დიდმანიძე, ბათუმის N25 საჯარო სკოლის დირექტორი:

„სასწავლო რეჟიმი ჩვეულებრივ, დასწრებულ რეჟიმში განვაახლეთ, მართალია, 100-პროცენტიანი დასწრება არ იყო, მაგრამ ვფიქრობ, ესეც დროებითია. გვყავს მოსწავლეები, რომლებმაც მოისურვეს, დისტანციურ ფორმატში ესწავლათ, მშობლებმა გააკეთეს ამის შესახებ შესაბამისი განაცხადი. როგორც გასულ სემესტრში, ასევე ახლაც ვიცავთ ყველა რეგულაციას და ვფიქრობთ, ბოლომდე შევძლებთ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში შენარჩუნებას“.

რუსუდან ბეჟუაშვილი, დმანისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„სწავლა განვაახლეთ დასწრებულად, საკლასო ოთახებში. მოსწავლეების დასწრების მაჩვენებლით მაინც კმაყოფილი ვარ, არ გვყავს ისეთი მოსწავლე, ვინც დისტანციურად მოითხოვა სწავლა, ყველა მხრივ მზად ვართ და გვამარაგებს განათლების სამინისტრო შესაბამისი საშუალებებით, რათა დავიცვათ რეგულაციები და რეკომენდაციები. შესაბამისად ვფიქრობთ, ამ სემესტრსაც წარმატებით დავასრულებთ სკოლაში, დასწრებულად“.

დარიკო თირქია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სწავლა განვაახლეთ დასწრებულ რეჟიმში, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციას ვიცავთ ჰიგიენასთან დაკავშირებით. გვაქვს ყოველგვარი რეგულაცია დაცული, თან ჩვენი სკოლა არის მცირეკონტინგენტიანი, ფართიც, ტერიტორიაც ხელს გვიწყობს. მოსწავლეების დასწრებაც დამაკმაყოფილებელი იყო. სკოლაში გათბობაც წესრიგში გვაქვს.  უამინდობას ხელი არ შეუშლია, მოსწავლეთა ტრანსპორტირება ჩვეულებრივად, შეუფერხებლად ხდება, დროულად მოესწრო ყველაფერი და არანაირი ხარვეზი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით აღარ გვქონია. მხოლოდ ერთი მოსწავლე გვყავს, ვინც აირჩია დისტანციური სწავლა, რადგან რისკჯგუფში შემავალი მშობელ ჰყავს. მასაც შეუფერხებლად უტარდება გაკვეთილები“.

ნინო ონიანი, სამტრედიის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში მხოლოდ ერთი კლასია დისტანციურ სწავლებაზე, დანარჩენებმა დასწრებულად, საკლასო ოთახებში განაახლეს სწავლა. დისტანციურზეა დაწყებითი კლასი, რადგან დამრიგებელია კორონავირუსით ინფიცირებული. სამი საგანი - ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება უტარდებათ ამ მასწავლებლის მიერ და ამიტომ გადავიდა კლასი დისტანციურ რეჟიმში. დასწრება პირველ დღეს არ იყო დამაკმაყოფილებელი, ცოტა მოსწავლე გამოცხადდა, რაც უფრო უამინდობამ გამოიწვია. ყველანაირად მზად ვართ სასწავლო პროცესისთვის, მოწესრიგებული და დეზინფექცირებულია სკოლაც, საკლასო ოთახებიც, ინვენტარიც. ჩვენ პირველ სემესტრში კარგად გავართვით თავი, საჭიროების შემთხვევაში მივმართავდით წერტილოვან შეზღუდვებს და არანაირი პრობლემა არ გვქონია“.

კობა ბერძული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვეულ, დასწრებულ რეჟიმში განვაახლეთ სასწავლო პროცესი, ბავშვების რაოდენობა არ არის ბევრი, მაგრამ ეს პრობლემა, ჩემი აზრით, მალე მოგვარდება, სწავლა მიმდინარეობს ნორმალურ ვითარებაში, ყველა რეგულაციის დაცვით. ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ. ზედმიწევნით ვიცავთ რეკომენდაციებს და შესაბამისად ისეთი მოსწავლეც არ გვყავს, ვინც დისტანციურად მოისურვებდა სწავლას“.

ნაზი სადილიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

დასწრებულ ფორმატში განვაახლეთ სწავლა, უსაფრთხო გარემოა და ყველა რეგულაცია დაცულია, ყველაფერი შემოტანილი გვაქვს რაც კი შეიძლება და თავისთავად ცხადია გვქონდა იმის საშუალება, რომ დასწრებით ფორმატში დაგვეწყო. ჯერჯერობით არცერთ მოსწავლეს არ მოუმართავს არც ჩვენთვის და არც მართვის საინფორმაციო სისტემისთვის, რომ სურს სწავლა დისტანციურად. რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით ვახერხებთ სასწავლო პროცესის დასწრებულ რეჟიმში შენარჩუნებას. ჩვენს მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურება და არც უამინდობაში აქვთ სკოლაში გამოცხადების პრობლემა“.

მიხეილ ხალვაში, ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ყველანაირად მომზადებული შევხვდით სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას. პირველ სასწავლო დღეს მოსწავლეების დაახლოებით 60 პროცენტი გამოცხადდა საკლასო ოთახებში, ჩვენი მაღალმთიანი სოფელია, დიდი თოვლი მოვიდა, ტრანსპორტი არ მოძრაობდა და ამიტომ უფრო შეფერხდნენ მოსწავლეები. წინა სემესტრშიც დასწრებულად ვსწავლობდით, ახლა არც ისეთი მოსწავლე არ გვყავს ვინც დისტანციურად მოითხოვა სწავლა. იმედი მაქვს, რომ მეორე სემესტრსაც საკლასო ოთახებში დავასრულებთ.“

ნანული მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის დირექტორი:

დასწრებულად, საკლასო ოთახებში განახლდა სწავლა ჩვენს კოლაში, ბავშვების რაოდენობაც დამაკმაყოფილებელი იყო, ვინც გამოცხადდა პირველ დღეს. რა თქმა უნდა განათლების სამინისტროს ყველა რეგულაციასა და რეკომენდაციას ვიცავთ და ვიმედოვნებთ, რომ სასწავლო წლის ბოლომე შევინარჩუნებთ მშვიდ ვითარებას, რადგან ვირუსის მხრივ ამ ეტაპზე სოფელშიც სიმშვიდეა“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება