სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ბოლქვაძე ესეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
17-01-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე საბა ბოლქვაძე ესეების კონკურსის - „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

საბა ბოლქვაძისთვის კონკურსში მონაწილეობა მეტად საინტერესო აღმოჩნდა; საბას ესე სახელწოდებით - „ჯერ ტოლერანტობა, შემდეგ თავისუფლება“ ტოლერანტობასა და მის პარადოქსულობას შეეხებოდა. ნიჭიერმა მოსწავლემ კონკურსის შესახებ დეტალურად ისაუბრა:

„მე ვარ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე საბა ბოლქვაძე. მონაწილეობა მივიღე გამომცემლობა - „კლიოს“ მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში, სახელწოდებით - „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“. ვარ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. გამომცემლობა „კლიო“ ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს - „დავუახლოვდეთ  ლიტერატურულ ევროპას“, რომლის ფარგლებში თანამედროვე ევროპელი მწერლების 6 რომანი ითარგმნა. ეს წიგნები ევროპული აწმყოს ნარევია. შესაბამისად, გააზრებულია ის თემები და პრობლემები, რომლებიც დღეს მთელი ევროპისთვის აქტუალურია: კულტურა, ტრადიციები, ოჯახური კავშირების მნიშვნელობა, სიკვდილთან ბრძოლის სირთულეები, საკუთარი თავისა და ადგილის ძიება. ჩემი ესე ეხებოდა ტოლერანტობასა და მის პარადოქსულობას. სათაურად კი - „ჯერ ტოლერანტობა, შემდეგ თავისუფლება“ ვუწოდე. კონკურსის შესახებ ინფორმაცია ჩემმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ირინე გორგაძემ მოგვაწოდა, რომელიც თანამედროვე მეთოდებითა და ხერხებით ცდილობს მოსწავლის დაინტერესებას. მინდა მადლობა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს, გამომცემლობა „კლიოს“ და, რა თქმა უნდა, ჩემს მასწავლებელს და სკოლის საინფორმაციო მენეჯერს გურანდა გორგაძეს, რომლის მხარდაჭერით აღმოვჩნდი საინტერესო და წარმატებულ კონკურსში“, - ამბობს მე-12 კლასის მოსწავლე საბა ბოლქვაძე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება