სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ბოლნისის მერს შეხვდა
14-01-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯაროს სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ბოლნისის მერს დავით შერაზადიშვილს შეხვდა. 

როგორც თავად ნინო დოხტურიშვილი წერს, შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მათ სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრეს. 

პედაგოგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.

„მე მიყვარს ბოლნისი და განსაკუთრებით პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომელებიც ამ ქალაქის სტუმართმოყვარეობის, პატივისცემისა და ზნეობის მაგალითი არიან.
ზოგადი მცნებაა, რომ ადამიანის ღირსება მის თვისებებსა და პიროვნულ ღირებულებებში ირეკლება.
სწორედ ეს თვისებები დავინახე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი დავით შერაზადიშვილის გაწონასწორებულ და მშვიდ დისკუსიაში, რომელიც  ერთსულოვნად არის აღჭურვილი, ჭეშმარიტი ადამიანური კეთილდღეობით.
ჩვენი პირველი საუბარი წარიმართა საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით და გულწრფელად გითხრათ, პასუხს არც კი ველოდი, თუმცა მოლოდინმა შედეგს გადააჭარბა, პასუხი იყო ისეთივე გულისხმიერი, როგორიც თხოვნა.
იქედან გამომდინარე, რომ ბატონი დავითი საქმიან შეხვედრას ესწრებოდა ავტომატურად გადამამისამართა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან და ქალბატონ თამარ ხოფერიას, რომელმაც ასევე გამანცვიფრა მისი ყურადღებით და პასუხიმგებლობით. ზუსტად ორ დღეში ჩაინიშნა შეხვედრა. ამ დღეების განმავლობაში ქალბატონი თამარი რამდენჯერმე დამიკავშირდა და მახსენებდა დათქმულ დროს. თან მოწიწებით დასძენდა, რომ მდგომარეობის ან დღის განრიგის შეცვლის შემთხვევაში, აუცილებლად ჩამაყენებდა საქმის კურსში, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. მერს პირადად გავესაუბრე, საკუთარი საქმიანი სამომავლო გეგმების შესახებ, გულისხმიერად მომისმინა, დამაკვალიანა, მომცა სწორი გეზი, რომელიც უდავოდ დამეხმარება პროცესის სწორად წარმართვაში და შეძლებისდაგვარად, აღმითქვა დახმარება. გასაუბრების შემდეგ მივხვდი, რომ  ადმიანურ ღირებულებებს სტატუსი არ გააჩნია, ის შეგნებიდან და აღზრდიდან მოდის, სისხლსა და ძვალშია გამჯდარი.
რატომ ვყვები ამ ვითარებას ასე დეტალურად? სწორედ იმიტომ, რომ ეს საქციელი სამგალითო უნდა იყოს ყველა იმ ადმიანისთვის, რომელიც ზედაპირულად ეკიდება  სხვების დახმარებას, ყველა იმ პიროვნებისთვის, რომელისთვისაც ხალხის ხმა დახშულია.
ბატონ დავითს ბოლნისის მოსახლეობა უდიდეს პატივს სცემს, რაც სწორედ ასეთი დიდსულოვანი საქციელის დამსახურებაა.
მე,  როგორც  უდიდესი მოტრფიალე  და მოსიყვარულე ჩემი ბოლნისის, სრულიად თავისუფლად მის მკვიდრად ვბრძნობ თავს, ჩემს ქალაქს კი ვუსურვებ, ასეთი მზურვნელი ადამიანების სიმრავლეს...
დაე, მრავალჟამიერი იყოს თქვენი წარმატების წილხვედრი“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება