სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სკოლიდან „დასვენება“ – 10 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც სწავლა მიატოვეს
31-07-2022
-
+


წარმატების მისაღწევად სრულყოფილი გზა არ არსებობს. ზოგიერთი თქვენი საყვარელი მსახიობი თუ მომღერალი სკოლაში დადიოდა, ზოგმაც კი სწავლა საერთოდ მიატოვა. სხვადასხვა ინტერვიუებში, ხშირად სიამაყით აცხადებენ, რომ მათ ბევრი იშრომეს რათა გამხდარიყვნენ ისინი ვინც დღეს არიან. მათი თქმით მთავარია არა გზა, არამედ ის, თუ რამდენად შრომისმოყვარე და დიდ მიზნებზე ორიენტირებული ხარ.

etaloni. ge წარმოგიდგენთ ათ ცნობილ ადამიანს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო სკოლა მიატოვეს.

ჯიმ კერი



ჯიმ კერიმ სკოლა 16 წლის ასაკში დატოვა. იგი, ოჯახის დასახმარებლად დამლაგებლად მუშაობდა; ოჯახის წევრებთან ერთად ღამით მუშაობდა და ქალაქ ონტარიოს ერთ-ერთ საწყობს ასუფთავებდა.

კვენტინ ტარანტინო



ტარანტინო ბავშვობიდან ოცნებობდა კინო ინდუსტრიაში მიეღწია წარმატება და ამის გამო სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა. მას IQ 160 ჰქონდა.

დენიელ რედკლიფი



ჰარი პოტერის ვარსკვლავმა სკოლიდან „დასვენება“ 17 წლის ასაკში გადაწყვიტა. ამის მიზეზი სამსახიობო კარიერაზე ყურადღების გამახვილება იყო, თუმცა როგორც ჩანს „დასვენება“ მას დიდხანს გაუგრძელდა, რადგან სკოლაში აღარ დაბრუნებულა.

ჯონი დეპი



ჯონი დეპმა სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა. შესაძლოა, ბევრ თქვენგანს გაუკვირდეს, მაგრამ მისი ოცნება იყო პოპულარული როკ-მუსიკოსი გამხდარიყო.

ჯენიფერ ლოურენსი



ცნობილმა მსახიობმა სკოლა 14 წლის ასაკში გაჭირვების გამო მიატოვა. შემდეგ მან სამსახიობო კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა და მისი თქმით ახლა „თვითგანათლებულია“.

კიანუ რივზი



Daily Mail-სთან ინტერვიუში კიანუმ განაცხადა, რომ 17 წლის ასაკში სკოლა მიატოვა. მას მასწავლებლებთან და დირექტორთან კონფლიქტი ჰქონდა.

ჰარი სტაილსი


ჰარი სტაილსმა სკოლა X Factor-ის გამო 16 წლის ასაკში მიატოვა და კარიერა ჯგუფ One Direction-ში გააგრძელა.

ჟიზელ ბუნდჰენი



მსოფლიოში ცნობილმა ბრაზილიელმა მოდელმა სკოლა 14 წლის ასაკში სამოდელო კარიერის გამო მიატოვა. მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვანი განათლება მას არ მიუღია, იგი 5 ენაზე თავისუფლად საუბრობს.

ნიკოლ კიდმანი



ნიკოლმა სამსახიობო კარიერის გამო სკოლა მიატოვა და ფილმებში მისი დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა.

კეტი პერი



მომღერალმა სკოლა 15 წლისამ მიატოვა. მისი მშობლები საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდნენ და ხშირად სკოლის მიტოვება შუა სასწავლო წელს უწევდა. სწორედ ოჯახურმა პირობებმა განაპირობა, ის რომ მას სკოლა არ დაუმთავრებია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება