სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს პატარებს არ მოვაკლოთ ყურადღება“-ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
31-12-2021
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მიუხედავად იმისა, რომ მათი სკოლა რამდენიმე ხნის წინ დაიწვა, მაინც ცდილობდნენ ბავშვებისთვის საახალწლო განწყობა შეექმნათ.

სკოლაში საახალწლო ღონისძიება მოეწყო, რომლის ფარგლებშიც საოცრად ნიჭიერმა მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით ხელნაკეთი აქსესუარები დაამზადეს და გარემო სადღესასწაულოდ მორთეს.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს პატარებს არ მოვაკლოთ ყურადღება, 2 თვეა რაც დაიწვა ჩვენი სკოლა და ვცდილობთ ახლიდან დავიწყოთ და ავაწყოთ ყველაფერი, ვცდილობთ ბავშვებს არ ვაგრძნობინოთ ეს ყველაფერი. ჩვეულ რეჟიმში ვგეგმავთ და ვაწყობთ ღონისძიებებს, ამ საახალწლოდაც შევიძინეთ ნაძვის ხე, სათამაშოები, გავაკეთეთ ხელნაკეთი აქსესუარები, ფიფქები, პატარა ელფები, ავაწყვეთ ბუხარი. გავამზადეთ საჩუქრები ჩვენი პატარებისთვის და ახალი წლის დადგომა მივულოცეთ პატარა ღონისძიებით. მინდა მოგილოცოთ დამდეგი, გისურვოთ წინსვლა და ბედნიერება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება