სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძენწმანის საჯარო სკოლა წარმატებულ 2021 წელს აჯამებს
27-12-2021
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლისთვის 2021 წელი წარმატებული და ნაყოფიერი იყო. 

სკოლა აჯამებს განვლილ წელს და ახალს ახალი მიზნებითა და შემართებით ხვდება. 

აღსანიშვანია, რომ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ხშირად და წარმატებულად ერთვებოდნენ.

სკოლა ყველას ულოცავს დამდეგ 2022 წელს და იმედოვნებენ, რომ ეს წელი პანდემიის დასრულების წელი იქნება. 

„წელს ჩვენი სკოლა მონაწილეობდა სხვადასხვა პროგრამებში. როგორიცაა ახალი სკოლის მოდელი, Usaid-ის საბაზისო განათლების პროგრამა. მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული ტრენინგებზე. მოსწავლეები მონაწილეობდნენ საგნობრივ ოლიმპიადებში.
ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, თითოეული მასწავლებლის მიერ (საგნების მიხედვით) განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. კომპლექსური დავალებები საინტერესო და შრომატევადი ამოჩნდა როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.

სკოლის სპეცმასწავლებელმა სოფიო ლომინაძემ აიმაღლა სტატუსი და გახდა უფროსი მასწავლებელი. მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში 65 პედაგოგს გადაეცა სიგელი პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის. ერთ-ერთი მასწავლებელი გახლდათ ძენწმანის საჯარო სკოლის პედაგოგი ნაზიკო ფარტენაძე.
ძენწმანის საჯარო სკოლის, ცხემნის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ლეილა თებიძის მიერ ჩატარდა ღონისძიება თემაზე „შევეგებოთ ანბანს“; სოფელ კორომხეთის, დაწყებითი სკოლის მასწავლებლის გულნაზ ფარტენაძის მიერ განხორციელდა აქტივობა თემაზე „აი ია“.

საახალწლო მზადება დავიწყეთ 3 დეკემბრიდან, ტრადიციულად მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სასკოლო გარემოს მოწყობაში. სამომავლოდ უამრავი სიახლე იქნება ჩვენს სკოლაში. იმედს ვიტოვებთ, რომ 2022 წლიდან ბოროტ ვირუსს ჩამოვიშორებთ და მშვიდობა იქნება მსოფლიოში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება