სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემია“ უფროსებისთვისაც ძალიან საინტერესოა“ - პრეზენტაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში
24-12-2021
-
+


დიდთოვლობის მიუხედავად „პირველკლასელთა აკადემიამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთში მაინც ჩააღწია და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა, საკუთარი ავტორობით შედგენილი წიგნი+რვეული გუბერნატორს, გიორგი გუგუჩიას და მის მოადგილეს ნინო ვიბლიანს პირადად გააცნო.

შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“ გამოცემისთანავე დაიპყრო პატარა მკითხველის გული და ის მართლაც უნიკალურია, რადგან მომავალ პირველკლასელებს უმნიშვნელოვანესი ეტაპის - სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს. 

ეს სახელმძღვანელო ყველა მომავალი პირველკლასელისთვის ნამდვილი საჩუქარია - ასე აფასებენ უფროსები „პირველკლასელთა აკადემიას“, თუმცა ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტად ხვდებიან, რა სჭირდებათ მუნიციპალიტეტების მკვიდრ ბავშვებს განვითარებისა და წინსვლისთვის. ფაქტია, განათლება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში შეხვედრაზე.

„პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაციამ საქმიან-მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა და საფუძველი ჩაეყარა სამომავლო თანამშრომლობას. მოგვიანებით კი გუბერნატორმა, გიორგი გუგუჩიამ Etaloni.ge-სთან სახელმძღვანელოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებთან ერთად, კარგი იქნება, სახელმძღვანელოს უფროსებიც გაეცნონ:

„ძალიან მომეწონა „პირველკლასელთა აკადემია“... ესაა სახელმძღვანელო, რომელიც სახალისოცაა ბავშვებისთვის და ამასთანავე ფუნქციონალურადაც დატვირთულია. მგონი, დიდებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება - ბავშვებთან ერთად შეასრულებენ სავარჯიშოებს. ყოველთვის მივესალმები მსგავს სიახლეებს - ხელისუფლებისთვის განათლება ნამდვილად პრიორიტეტია“.

გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა, კი ჩვენთან საუბრისას აღფრთოვანება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საზრუნავი მომავალი თაობების განათლებაა:

„აღფრთოვანებული ვარ ჩვენი შეხვედრით „ეტალონის“ პროექტებისა და „პირველკლასელთა აკადემიის“ ავტორთან. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი საოცარი გულისყურითა და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა ნიუანსს. ეს სახელმძღვანელო ჩვენთვის უცხო იყო და გაცნობისთანავე მოვიხიბლეთ; ჩვენი საზრუნავი ისაა, მომავალი თაობა იყოს განათლებული და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, სახელმძღვანელო უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ჩვენი ბავშვების განვითარებაში“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება