სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

საახალწლო ლექსები, რომელთა ცოდნაც მოსწავლეებს სასკოლო ზეიმზე გამოადგებათ
11-12-2021
-
+


ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სკოლებში ზეიმისთვის მზადება იწყება. მიუხედავად პანდემიისა, ღონისძიებები ჩატარდება, თუმცა ზეიმის დროს აუცილებელია მოსწავლეთა შორის დისტანცია და პირბადე. დაუშვებელია ზეიმზე სხვა კლასის მოსწავლეების ან მასწავლებლების თავშეყრა. გარდა ამისა, შესაძლებელია ღონისძიების ონლაინ ჩატარება.
გთავაზობთ ქართულ საახალწლო ლექსებს, რომელთა ცოდნაც მოსწავლეებს სასკოლო ზეიმებზე გამოადგებათ.

გოზინაყი

საახალწლოდ ციყვს ბაზარში
უყიდია თხილი,
დათვმა თაფლი მოიტანა
ორი დიდი ქილით,
გააკეთეს გოზინაყი
და მიირთვეს დილით./ მაია კარსელი

ეს რა დილა გაგვითენდა

მოდის ფიფქი, ფარფატელა,
ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.
თოვლის პაპამ, კარგმა პაპამ
ეს რა დილა გაგვითენა.
მიგვიწვია ნაძვის ხესთან,
გოგო-ბიჭი კოკროჭინა,
საჩუქრებიც დაგვირიგა,
ყელი ჩაგვიკოკლოზინა./ ნუნუ კერესელიძე

თოვლის პაპას დარიგება

საახალწლოდ თოვლის პაპამ,
საჩუქრები დაარიგა,
მერე, მერე ყველა ბავშვი,
ამ სიტყვებით დაარიგა; 

ისწავლეთ და გაიხარეთ,
ლანა, ტატო, ლილე,თეო...
გულში ცუდი არ გაივლოთ,
შეიყვარეთ სიკეთეო./ ნათია აბულაძე

მიაბოტებს

დიდი თოვლი მოვიდა,
სპილო იცვამს ბოტებს,
ორი ბოტი არ ყოფნის
ოთხით მიაბოტებს./ მაყვალა მრევლიშვილი

ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო./ გივი ჭიჭინაძე

საახალწლო

ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,
შოკოლადის ფილა,
მოგილოცავთ სუყველას
ახალი წლის დილას!
ოქრო გოგო-ბიჭებო,
დამიბერდით ტკბილად!/გივი ჭიჭინაძე

ფიფქი

მე ფიფქი ვარ ერთი ციდა,
ჩამოვფრინდი, ახლა ციდან
და მინდა რომ მოგესალმოთ,
მსურს გახაროთ, ამ სცენიდან:

მალე, სხვა ფიფქებიც მოვლენ,
გათეთრდება ჩვენი მხარე
და ბავშვების ჟრიამულით,
გაიღვიძებს არე-მარე./ ნათია აბულაძე

იხილეთ: შეიძლება თუ არა საახალწლო ზეიმის ჩატარება სკოლაში - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

5 ყველაზე პოპულარული საახალწლო სიმღერა - რომელიც განწყობას აგიმაღლებთ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება