სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
29-11-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდნენ ილიკო გოგოლაძე, ნოდარ ჩაჩანიძე, გიორგი ფუტკარაძე, თათია ხაჩიძე, გოჩა თამაზაშვილი, ლუიზა მათიაშვილი, გიორგი ჯალიაშვილი, ერეკლე ფუტკარაძე, ნინო შუბითიძე, გიორგი მაჭარაშვილი და ვაჟა ქიმაძე, რომლებსაც „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. თათია ხაჩიძე და გიორგი ფუტკარაძე შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ლაგოდეხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 71 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება