სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთ-ერთი ძველი რიტუალი გააცოცხლეს
26-11-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში მოსწავლეებმა ამჯერად ერთ-ერთი ძველი და ამავდროულად ძალიან საინტერესო რიტუალი გააცოცხლეს, რომლის შესახებაც სკოლის დირექტორის მ/შ-მ კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე - გოგსაძემ მეტად საინტერესოდ ისაუბრა:

„მიუხედავად მოსწავლეთა სიმცირისა ველევის საჯარო სკოლაში შესაძლებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს გამომეტყველებითი კითხვის წრე (წრის ხელმძღვანელი ეკატერინე ჭიჭინაძე); ხდება შემორჩენილი ფოლკლორული მასალების შეგროვება და დამუშავება, ტრადიციების შესწავლა, საწესჩვეულებო რიტუალების აღდგენა. უკვე ტრადიციად იქცა  შემოდგომის გიორგობისათვის  ფოლკლორის საღამოს მოწყობა. თურმე, ძველად ასეთი წესი ყოფილა, გიორგობისათვის  მოსახლეობას საშემოდგომო მომთავრებული უნდა ჰქონოდა და ზამთრისთვისაც მზად ყოფილიყვნენ, კერძოდ, ქალებს წინდები მოქსოვილი უნდა ქონოდათ. შემოდგომის გაცილებასა და ზამთრისათვის მზაობას გარკვეული რიტუალით აღნიშნავდნენ, ახლად მოქსოვილი წინდებით ფერხულს აბამდნენ და ლხინობდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ახალი წინდები ექნებოდა. წინაპართა ტრადიციისამებრ, შემოდგომის მიწურულს ვატარებთ ფოლკლორის საღამოს, მოგვაქვს ხილი, კეთდება ფელამუში, ვავლებთ ჩურჩხელებს, ეწყობა სუფრა და მასწავლებლები, მოსწავლეები და სასკოლო საზოგადოება ერთად ვაცილებთ შემოდგომას. მაგრამ წელს, პანდემიიდან გამომდინარე, მხოლოდ ხილით გაწყობილი სუფრით შემოვიფარგლეთ. მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი და ერთმანეთს სოფელში შეგროვებული ენის გასატეხების თქმაში შეეჯიბრენ, ყველას დავით ნეფარიძემ აჯობა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშიც ონლაინ პრეზენტაციაზეც ის წარდგება. ლიზი გოგსაძემ თავისი კომპლექსური დავალებები წარმოგვიდგინა ქართულსა და ისტორიაში (მასწავლებლები - ირმა და თეონა მაცაბერიძეები), დავით ნეფარიძემ  ხელოვნებაში მომზადებული დავალება - „ჩემი სოფელი“ წარმოადგინა (მასწავლებელი : ე. ჭიჭინაძე), მესამე კლასელმა ნიკოლოზ გოგსაძემ ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე წარმოადგინა თავის დამზადებული  სლაიდ - შოუ (მასწავლებელი - თეონა მაცაბერიძე), შემდეგ წაიკითხეს ლექსები, მოახდინეს საკუთარი ხელით დამზადებული ნიღბებით „მგელი და კრავისა“ და „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ ინსცენირება, ბოლოს კი ლიზი გოგსაძემ დაგვატკბო თავისი წკრიალა ხმით შესრულებული სიმღერებით (მასწავლებელი - ლენა გოგსაძე). ასე და ამრიგად, დამრიგებლებთან ერთად (ლალი ბიბილაშვილი, ირმა მაცაბერიძე, იოსებ გოგსაძე) მოვახდინეთ რიტუალის გაცოცხლება ახალ ფორმატში. ღონისძიების მომზადებისას მოსწავლეებში ბევრი საყურადღებო უნარი აღმოვაჩინეთ და ცოდნის არაფორმალური სწავლების გზით მიღების დადებითი შედეგი დავინახეთ. მოსწონთ არატრადიციული სწავლება“, - აღნიშნავს, დირექტორი კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე - გოგსაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება